"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კლუბიდან ურუგვაელი მცველის, გილერმო ვარელას დაუკითხავად წასვლისა და გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.

უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ
Sport24-ის კორესპონდენტ ვლადისლავ შაპიროსთან ინტერვიუში.

გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს. 

"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.

აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.

altურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს

მკითხველის კომენტარები / 31 /
რა მოხდა მერე? ანზორა კავაზაშვილი გაგვეზრდება და ეგ არი.
აბო
25 ივლისი 2022 14:30
6
დინამოს აკადემიაში პირველ რიგში რამე თუ უნდა ისწავლებოდეს მტრის გარჩევაა, ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ უხსენებიათ ამისთვის ოკუპაცია? როგორ მეიმედებოდა ეს ბიჭი და მეიმედება კიდევ, მაგრამ არ მესმის ქართველ ახალგაზრდას რას უნდა გპირდებოდნენ ისეთს ან რა დონის აგენტი უნდა გყავდეს რომ აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს და მცოცავი ოკიპაციის ფონზე შესისხორცებული არ გქონდეს ეს ყველაფერი, არ გესმოდეს უკრაინის სიტუაცია და აგრძელებდე რუსეთში თამაშს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ფიფა გაძლევს ყველანაირ შესაძლებლობას თავი რომ დაახწიო რუსეთს და თავისუფალი აგენტი გახდე და მოეწო სხვა კლუბში. ასეთი ფეხბურთელების მიმართ სახელმწიფო რომ სახელმწიფოებდეს უნდა გადაიდგეს მკაფიო ნაბიჯი, მოკვეთა უ21-დან თუნდაც. ტეხავს და მოგიტყან იმედები ლუკა, როგორ გგულშემატკივრობდი დინამოს აკადემიების ასაკიდანვე, მაგრამ შენ ყლე მზედ გადააკეთე და რუსეთს დაუბრუნდი და მაგ გულით ვერ გაფრინდები შორს.
მცოცავი ოკუპაცია
25 ივლისი 2022 14:06
25
ადმინ,რასაც მცოცავი ოკუპაცია ამბობს,ვეთანხმები,მაგრამ როგორ ამბობს,ამას მნიშვნელობა აღარ აქვს?მაგაზე შეუდარებლად უფრო რბილ ტექსტებს ბლოკავთ და ეს რატომ გაუშვით?უხამსობა,სხვას რაღას ჰქვია?ასე არ შეიძლება!სხვაც მოინდომებს მსგავსი ლექსიკით წერას და რა გამოვა?ფეისბუკზე შესვლა აღარ მინდა,ამდენი ბილწსიტყვაობის გამო და ახლა აქაც იწყებთ?
სოსო
25 ივლისი 2022 19:35
1
odala-ს მარტო ეგ რომ ოყოს რაღა უჭირს მაგრამ ხედაავ 16 მა მაგისნაირმა საქონელმა დისლაიქი დაგიწერა !
zura222
25 ივლისი 2022 18:43
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული