"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კლუბიდან ურუგვაელი მცველის, გილერმო ვარელას დაუკითხავად წასვლისა და გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.

უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ
Sport24-ის კორესპონდენტ ვლადისლავ შაპიროსთან ინტერვიუში.

გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს. 

"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.

აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.

altურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს

მკითხველის კომენტარები / 31 /
შვილო ლუკა დედამ და მამამ არ გასწავლეს შენი ქვეყნის სიყვარული?თუ ფულია მთავარი.
ლუკას
25 ივლისი 2022 19:50
9
ადმინებო კაცს ოდნავ უხერხული სიტყვაც რომ წამოსცდება ან წერტილებით დაწერს ეგრევე ბლოკავთ და საინტერესოა რატომ არ ბლოკავთ ამ ავადმყოფ საქონელს სხვავასხვა სახელებით ("qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos" და "მცოცავი ოკუპაცია") რომ წერს უხამს სიტყვებს ? წაიკითეთ როგორ მიმართავს ლუკა გაგნიძეს ???
zura222
25 ივლისი 2022 18:49
10
მე მგონია რომ ამ საკითხს პრაგმატულად უნდა შევხედოთ,მოსკოვის დინამოს დონის კლუბში,თუნდაც შეცვლებზე, ბევრი ქართველი თანაც 19 წლის არ თამაშობს,ეს ბიჭი იქ გაიზრდება,ჩამოყალიბდება და თუ ჭკუით მოიქცევა უკეთეს ლიგაშიც გადავა. ნაკრებს კარგი ნახევარმცველი ეყოლება! რუსეთის ლიგას ვე შევადარებ კვიპროს,უნგერეთს,ყაზახეთს,აზერბაიჯანს,პოლონეთს,სლოვაკეთს, გაცილებით ძლიერი ლიგაა! წარმატებები გაგნიძეს!
კახა
25 ივლისი 2022 18:46
18
ეეეე მე იმედი მქონდა რომ მოსკოვში დროებით დაბრუნდა სანამ ახალი გუნდი გამოუჩდებოდა და ეს რეებს ბოდიალობს @@
zura222
25 ივლისი 2022 18:39
4
რას უზიხარ რუსებს თაროს ანგელოზივით??უეფამ დართო ნება ლეგიონერებს დატოვონ ისევ რუსეთი, თან პოლონელები გელოდებოდნენ უკან რაკუვში
ირაკლი
25 ივლისი 2022 18:36
5
პოლონელები მაგრათ ელოდებოდნენ ხოო შარშანდელივით რო სეზონში ორი თამაში ეთამაშებინათ მაგიტო ელოდებოდნეენ??არ ვამართლებ და არ ვიძახი რო უნდა დარჩეს დინამოში მარა არც ვამტყუნებ,,მისი წლოვანების ბიჭისთვის მაგ გუნდში თამაში დიდი პლიუსია და ვისაც როგორ ეცხოვრება და ვისაც როგორ წარმოუდგენია წარმატებისკენ სავალი გზა იმ გზას მიყვება,,ერთადერთი მინუსი ისაა რო რუსული გუნდია თორე,,ისე კი საკუთარ ქვეყანაში იმდენი მოღალატე და ჯაშუში გვყავს და მაგათთვის ვერ მიგვიხედია და სპორცმენებს კი წაუღეთ ტვინი,,სპორტია რა მაგ გუნდს გამოიყენებს ტრამპლინათ და ვსიო მორჩება,,ფაქტია სხვაგანაც სცადა მარა არ ათამაშეს ხოდა დარჩა იქ სადაც ათამაშებენ,,
გელა
25 ივლისი 2022 19:03
8
თუ სათამაშო დრო ექნება სტაბილურად მაშინ არა უშავს, იყოს იქ სადაც თავს კაგად გრძნობს. ჩვენი ფეხბურთისთვის მთავარია მისი პოტენციალი განვითარდეს პოტენციალი კი დიდი აქვს. მისი პიროვნული თვისებები, პოლიტიკური შეხეგემოვნება და ასე შემდეგ საბლოლოო ჯამში ეს მხოლოდ მისი პირადი საქმეა, და სხვებს არ ეხება. წარმატებას ვუსურვებ თავისი საფეხბურთო ნიჭის განვითარევაში. ის ისევ ჩვენს ფეხბურთს უნდა გამოადგეს. მოდი, სანაიას და კომპანიას ნუ დავემსგავსებით)))
გიორგი
25 ივლისი 2022 17:46
12
ღმერთო რა სიბნელეა! სკოლაში ისტორიას არ გასწავლიდნენ ლუკაა??
გიორგი
25 ივლისი 2022 17:03
8
ლოგო კი აქვს ისეთი როგორც ჩვენ ასე რო ვთქვათ მესტნი დინამო თბილისი და დინამო ბათუმს . ეს ქვეყანა რო სახელმწიფო იყოს ორივე ეს რუსული გუნდი გაუქმებული უნდა იყოს. მაგრამ ქვეყანა სადაა . 80 % მეკარტოფილე გამყიდველია. და ზოგს ჯერა კიდე რო ესენი ქართული გუნდებია. ვაი თქვენ პატრონს უბედურს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
25 ივლისი 2022 15:55
11
გაგნიძის წასვა და დაბრუნება რუსეთში აგენტის ბრალია პირველ რიგში.მაგრამ პრაგმატულად რომ შევხედოთ, მოწოლილი პატრიოტიზმის გარეშე, დინამო მოსკოვის შემადგენლობაში ყოფნა და გარკეული დროით თამაში პატარა ამბავი არ არის, ამ ასაკში. უახლოეს მომავალში პროგრესი ექნება და ნაკრებისთვისაც გამოდგება, მაგრამ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და ევროპის ტოპ ლიგებში მოხვედრა ცოტა გაუჭირდება აწი.
მავროდი
25 ივლისი 2022 15:31
19
ბოდიში და სად თამაში? რუსეთის ლიგაში სადაც ნორმალური ფეხბურთელი არ დარჩა? რუსებსაც კი აღარ სჯერათ, რომ უახლოეს წლებში რაიმე ტურნირზე მიასუნინებენ.
მავროდის
25 ივლისი 2022 15:59
6
აუ რა სირცხვილია, პატრონი არ ჰყავს ამ ბიჭს?!
ვენეციის კომისია
25 ივლისი 2022 15:10
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული