"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.
უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ
გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს.
"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.
აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.
ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.
ურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს
2008 წელს რომ თავი დავანებოთ და მანამდელ ისტორიას გადავხედოთ, როდის არ იყო რუსეთი მტერი?
როგორი დამოკიდებულება არ ვცადეთ ქართველებმა, მონურიც, კუდის მოქიცინეც, აგრესიულიც მაგრამ მაინც საკუთარ პროვინციად აღგიქვამს და მაინც არ უნდა რომ დამოუკიდებელი იყო.
საერთოდ არაფერ შუაში არ არიან საქართველოს მთავრობები რუსეთის ბოროტ პოლიტიკასთან ჩვენს მიმართ.
ერთადერთი რაშიც დამნაშავე იქნებიან და კაცობრიობა არ აპატიებს არის რუსეთთან შეერთება და არა შებრძოლება.
მე მირჩევნია საერთოდ არ ვიყო, ვიდრე რუსეთი გავხდე.
რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას თუ დაპყრობილი ქვეყანა იქნები და კიდე იქეთ თავს დაიდანაშაულებ, უფრო უკეთესად რომ მოვქცეულიყავი არ "გამლახავდნენ"ო.
ეს მონის მენტალობა როდის უნდა მოვიშოროთ.
არ მსიამოვნებს ქართველი სპორტსმენები რუსეთში მაგრამ არც ვლანძღავ, პირიქით ვიცავ, მითუმეტეს ამ ბავშვებს ვისაც არაფერი დაუშავებიათ და შრომობენ თავიანთი საქმისთვის. ყველას თავისი გზა აქვს. უკეთესი იქნება თუ მანდ არ ითამაშებენ. ეგ პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, უბრალოდ ძალიან გთხოვთ რუსეთთან ომში საქართველო დამნაშავე ნუ გამოგყავთ.
არ შველის ბაბაიას დაძახების პოლიტიკა. გაიგეთ!!