"კვარა" სალაჰის მემკვიდრედ? Liverpool.com-ის ვრცელი სტატია ხვიჩაზე

AutoSharing Option
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იტალიელმა დამრიგებელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია მოჰამედ სალაჰს შეადარა. ინგლისური გამოცემა Liverpool.com აღნიშნულ ინტერვიუს ეხმაურება და ხვიჩას სალაჰის სამომავლო შემცვლელად მოიაზრებს.

"ლივერპულს" შეუძლია 3 წლით ადრე დააკვირდეს გასაოცარ გარემარბს, რომელსაც ახალგაზრდა მოჰამედ სალაჰს ადარებენ. სალაჰის ახალი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ეგვიპტელი კვირაში 350 000 ევროს გამოიმუშავებს, მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ხელშეკრულება 2025 წელს ამოიწურება. ამ მომენტისთვის შემტევი 33 წლის იქნება და მისი უფასოდ დაკარგვა იმდენად დიდი საშიშროება აღარ იქნება, როგორც ამ ზაფხულს იყო. შესაძლოა, "ენფილდის" გმირმა კონტრაქტი
კლუბთან უკანასკნელად გაახანგრძლივა. ყველამ იცის სალაჰის მნიშვნელობა, ამიტომ გუნდი მისი პოტენციური შემცვლელის პოვნას ახლავე უნდა შეუდგეს. სავარაუდოდ, საჭირო გახდება კიდევ ერთი გარემარბი კლოპის გუნდში, რომელიც გერმანელი მწვრთნელის ფილოსოფიას იდეალურად მოერგება. ერთ-ერთი კანდიდატი ხვიჩა კვარაცხელიაა, 21 წლის ვინგერი. სალაჰის წასვლის შემდეგ ის 24 წლის იქნება - იდეალური ასაკის, რათა "წითლებს" შეუერთდეს.

კაპელოს შედარებაზე

"ინგლისის ნაკრების, "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი უყურადღებოდ არ დარჩენია. ლეგენდარულმა თავკაცმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ქართველი მოძრაობებით მოჰამედ სალაჰს წააგავს. აქ პატარა უზუსტობაა, რადგან კვარაცხელიას კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა ფლანგზე აქვს გატარებული, თუმცა "ტრანსფერმარკეტი" მას ორივე ფრთაზე მოთამაშე ფეხბურთელად მიიჩნევს. მართლაც, ქართველს მარჯვენა ფლანგიდან 14 მატჩი აქვს ჩატარებული. ხვიჩა ახლახან შეუერთდა "ნაპოლის" ბათუმის "დინამოდან" 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ქართველი რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა, ომის დაწყებიდან მალევე საქართველოში დაბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატში 11 მატჩში 8 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, რადგან საქართველოს ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია. მეორე მხრივ, გაიბრწყინა ეროვნულ ნაკრებშიც ისეთი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ, როგორებიც ესპანეთის, საბერძნეთისა და შვედეთის ნაკრებები არიან. მას გააჩნია პოტენციალი, რომ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

შედარება 22 წლის სალაჰთან

მოჰამედ სალაჰი იტალიის ჩემპიონატში 2014 წელს გადაბარგდა. ორ მოთამაშეს შორის სალაჰი უფრო შედეგიანი იყო, ეგვიპტელს 0.6 გოლი 90 წუთში, ხვიჩას კი 0.2, თუმცა ორივე მოთამაშეს კარში დარტყმების იდენტური მაჩვენებელი - 2.1 აქვს. კვარაცხელიამ გასულ სეზონში, ჩემპიონატში განხორციელებული დრიბლინგების მხრივ, მეორე ადგილი დაიკავა, 6.9 მცდელობიდან 3.3 წარმატებით განხორციელებული. სალაჰს კი 7.5 მცდელობიდან 50.67-პროცენტიანი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ფაბიომ, სავარაუდოდ, ორივე მოთამაშე დრიბლინგში შეადარა ერთმანეთს. კვარაცხელიას დამატება გასულ ზაფხულს "ტოტენჰემს" სურდა. შესაძლოა, მალე "ლივერპულის" რადარზეც აღმოჩნდეს. მოჰამედ სალაჰი სერია A-მ აქცია დიდებულ მოთამაშედ. ასე რომ, შესაძლოა, ხვიჩამ მისი ისტორია გაიმეოროს".

შეგახსენებთ, ხვიჩა "ნაპოლისთან" ერთად მომდევნო მატჩს ხვალ, "ადანა დემირსპორის" წინააღმდეგ 22:45 საათზე გამართავს.

alt"ომის გამო არ მეშინოდა, მაგრამ... თუ სპალეტი ამ მისიას მე დამაკისრებს, ბედნიერი ვიქნები" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან





მკითხველის კომენტარები / 11 /
აჰაა სომხური პიუნიკი კონფერენსზე არის მინიმუმ მომავალში რას იზამს ვნახოთ. ჩვენ დავაღოთ პირი და ვიღლაბუცოთ გამოვარდეთ პაიდეებთან, კლაკსვიკებთან, კუთხურიდან გავუშვათ გოლები და მსაჯებს დავაბრალოთ სულ ჩვენი უნიათობა. დაცინვა ში ხო პირველები ვართ რა ჭირს ჩვენი დასაცინი სომხურ საკლუბო ფეხბურთს, აზერბაიჯანმა ხო ვაბშე ჩაგვიქროლა. იყიდოს თბილისის დინამო ვინმე ღვთისნიერმა დროზე და დააბრუნეთ ფეხბურთი საქართველოში, ისედაც არეული ცხოვრება ფეხბურთით მაინც გაგვიხალისეთ. დავიღალეთ !!!
რაბუ
26 ივლისი 2022 23:27
0
Am nakrebs centrshi kinkladze da tavdasxmashi shoti arveladze rom kavdes warmogidgeniat ras izamdnen???albat kvela tamashi speqtakli iqnebodaa...
Givi
26 ივლისი 2022 17:58
0
ჩემი კომენტარი სად არის?
kaxak
26 ივლისი 2022 17:34
1
კვარას პოტენციალში სალახზე მეტი შეუძლია.. შეგიძლია გაგეცინოთ თან საერთოდ არ გავს, ლივერპულს, რომ გამოადგება ეს სხვა საკითხია :)
kaxak
26 ივლისი 2022 17:24
1
მოდი ნუ ავჩქარდებით. ჯერ სერია ა-ში გვაჩვენოს მაღალი კლასი ხვიჩამ და მერე თუ ივარგა, გრანდების რიგი დაუდგება - ბარსელონა, რეალი, ლივერპული, სითი, იუვე, პსჟ და ა.შ..
გიორგი
26 ივლისი 2022 15:50
2
ფაბიო კაპელო: "ხვიჩას გააჩნია პოტენციალი, რომ ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდეს"!
1.2.3.4.5.
26 ივლისი 2022 15:47
1
სალაჰის მემკვიდრე არა ფლავიი P ხვიჩა უკვე არის მარადონას მემკვიდრე ! და თქვენ თუ სალაჰის მემკვიდრე გინდათ წაიყვანეთ ზურიკო დავითაშვილი PP
zura222
26 ივლისი 2022 15:01
3
Სალაჰის არ ვიცი, მაგრამ ლუიშ ფიგოს კი მართლა მაგონებს
Ჯიმა
26 ივლისი 2022 14:24
1
მე ჩემი აზრი გადასვლისთანავე დავაფიქსირე, რომ ხვიჩას დიდ ხანს არ გააჩერებენ. 3 წელს არავინ დააცდის ლივერპულს თუ არა და ნახავთ. ხვიჩას ლიგაზე უფრო მეტი გამოხმაურება ექნება და ამის შემდეგ დაიწყება მასზე დაკვირვებებიც და პრეტენზიებიც სხვა ტოპ გუნდებიდან. რუბინიდან და ბათუმიდან ვერავინ დაინახავდა ისე როგორც ნაპოლში. კიდევ ისიც იმოქმედებს მის თამაშზე, ვინმე გვერდზე ხომ უნდოდა და არ ის სასტავი რაც მას რუბინში ყავდა. ხვიჩა ყველაზე დიდ კვალს დატოვებს ევროპულ ფეხბურთში ვიდრე აქამდე რომელიმე ჩვენმა ფეხბურთვლმა დატოვა. ჯერ მხოლოდ გადავიდა და 2 სავარჯიშო თამაში ჩაატარა, ის კი უკვე რადარზეა აყვანილი. წარმატება ხვიჩას!
G.LA
26 ივლისი 2022 12:57
4
სად სალაჰი და სად ხვიჩა მინიმუმ შედარება ორივე ცაცია რო იყოს იქ უნდა დაიწყოს თუ სტილზეა საუბარი .კაკასთან მსგავსება მართლაც არის რასაც უბრალო ხალხი აღნიშნავს კომენტარებში
35
26 ივლისი 2022 12:21
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული