მთელი გუნდი გოლს აღნიშნავდა, ხვიჩა კი მეკარისკენ გავარდა - "კვარას" მომენტი, რომელიც ყველას გამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 27 ივლისს, "ნაპოლი" "ადანა დემირსპორს" დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა და ლოზანოს მშვენიერი ასისტიც მისცა.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ "კვარას" მოედანზე შემოსვლისთანავე თამაში ბევრად სანახაობრივი გამოდგა. ჩვენებურის თამაშში ასეთმა ჩართვამ თურქი კომენტატორის შემდეგი სიტყვებიც დაიმსახურა:

"ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია. ფაქტობრივად, ბურთს ჯარიმის გარეშე ვერ წაართმევ. "ნაპოლი" მაღალი დონის გუნდია, თუმცა ამ ბიჭს უფრო მეტი შეუძლია".

დასასრულ კი, დააკვირდით ვიდეოს, ნეაპოლური გუნდის მეორე გოლს იტალიელი ფეხბურთელები აღნიშნავენ, ხვიჩა კვარაცხელია კი ანგარიშის გათანაბრების შემდეგ პირდაპირ
კარისკენ გაიქცა და ბურთის წამოღება სცადა (მცველმა არ მისცა ბურთი), რათა თამაშის მოსაგებად შეეტიათ.

მსგავსი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, სასიხარულოა. ტალანტთან და მონდომებასთან ერთად ხვიჩას ბრძოლისუნარიანობა გვაძლევს იმის იმედს, რა ფიქრებიც ამ ბიჭის სამომავლო კარიერის მიმართ გვაქვს.

ხვიჩამ 3 სპარინგში 3 ტაიმი ითამაშა - 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი 31 ივლისს "მალიორკასთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ხვიჩამ მარიო რუის ფეხებს შუა გაუტარა ბურთი

https://www.youtube.com/watch?v=ny3iFX90pv0
ქ. გ.
03:39 29-07-2022
3
ყოჩაღ ხვიჩა! მაქსიმალური შედეგის სურვილს ვერ ისწავლი, ეს სისხლში უნდა გქონდეს და ხვიჩას ეს აქვს რაც ყველაზე ძალიან მომწონს. ეს ჩანდა ჩვენს ჩემპიონატში და მითუმეტეს ნაპოლში. და კიდევ ერთი, რაც აღფრთოვანებას იწვევს ჩემში, მოედანზე სპორტული “სითავხედე” და მოედნის მიღმა ზრდილობა და თავმდაბლობა! შენ გენაცვალე ხვიჩა!! (ერთი თხოვნა მაქვს, ამ ბიჭის ლანძღვას დაანებეთ თავი, არ შეიძლება ყველამ ერთად ვისიამოვნოთ ხვიჩას ყურებით?!)
იღბლიანი
20:42 28-07-2022
0

სიახლეები პოპულარული