ლოჩოშვილის სერია A-ში გადასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება - ლუკას წაყვანა "მილანის" ყოფილ სპორტულ დირექტორს სურს

AutoSharing Option
Sportitalia-ს ჟურნალისტი ჯოვანი ლონგარი წერს, რომ "კრემონეზე" აქტიურად ცდილობს "ვოლფსბერგერის" ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის გადაბირებას.

24 წლის ჩვენებურის ტრანსფერზე იტალიური გუნდის სპორტული დირექტორი არიედო ბრაიადა მუშაობს, რომელიც წარსულში ამავე თანამდებობაზე "მილანსა" და "ბარსელონაშიც" იყო დასაქმებული.

იწერება იმის შესახებაც, რომ ლუკას სატრანსფერო ღირებულებამ, შესაძლოა, 2 მილიონი ევრო შეადგინოს.

Samp News24 რამდენიმე დღის წინ იუწყებოდა, რომ ლოჩოშვილის ხელში ჩაგდება "სამპოდორიას", "ტორინოს", "ვერონას" და"უდინეზესაც" სურთ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ლოჩოშვილის პროფესიონალიზმი ნამდვილად იმსახურებს აღნიშვნას, ყოჩაღ ამ ბიჭს.კაკაბაძე კი ძალზედ არასტაბილურია.
გულშემატკივარი
19:19 29-07-2022
0
წარმატებები ლუკას!!! კარგი ფეხბურთელია!!!
tngh
19:14 29-07-2022
0

სიახლეები პოპულარული