„ვალენსია“ წინასასეზონო სამზადისისას მეოთხე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს - სტუმრად „ნოტინგემ ფორესტს“ შეხვდება. „ღამურების“ კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
ასე რომ, ინგლისური მედიის ვარაუდი, თითქოს მწვრთნელი ჯენარო გატუზო ქართველს სასტარტოში არ დააყენებდა, არ გამართლდა.
თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.