Sports Mole: გატუზო "ნოტინგემთან" მამარდაშვილის ნაცვლად, ალბათ, სილესენს ათამაშებს

AutoSharing Option
23-წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნებული, ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი "ნოტინგემ ფორესტი" დღეს, 30 576-იან "სიტი გრაუნდზე" სეზონის დაწყების წინ ბოლო ამხანაგურ მატჩში "ვალენსიას" უმასპინძლებს და საინტერესოა, ითამაშებს თუ არა "ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

"ნოტინგემ ფორესტმა" ტრანსფერებზე უკვე 70 მილიონი ფუნტი დახარჯა, ამით არ შემოიფარგლება, თუმცა საკონტროლო შეხვედრებში კარგი შედეგები ვერ აჩვენა - 23 ივლისს ბერლინში "უნიონთან" 0:1 დამარცხდა, 26 ივლისს კი საკუთარ მოედანზე რანგით მე-5 დივიზიონის "ნოთსთან" ფრეს დასჯერდა - 2:2. მწვრთნელი სტივ კუპერი "ვალენსიასთან" საბრძოლო სასტარტო შემადგენლობის დაყენებას აპირებს,
რადგან ეს დაპირისპირება 6 აგვისტოს "ნიუკასლთან" პირველი ტურის გასვლითი მატჩის გენერალური რეპეტიციაა.

"ვალენსია" ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერების განხორციელებას ვერ ახერხებს, ზაფხულში ფაქტიურად მხოლოდ სამუ კასტილიეხოთი გაძლიერდა, ამხანაგურ მატჩებში "დორტმუნდს" 3:1, "სენტ გალენს" კი 2:0 სძლია, ხოლო "შტუტგარტთან", რომელიც გასულ სეზონში ბუნდესლიგიდან გავარდნას ძლივს გადაურჩა, 2:5 დამარცხდა.

მომავალ სპარინგს წერილი Sports Mole-მ მიუძღვნა და აღნიშნა, რომ "ვალენსიას" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ შვაბურ გუნდთან 19 ფეხბურთელი ათამაშა, როტაციას გააგრძელებს, სასტარტოში, ალბათ, იასპერ სილესენს დააბრუნებს, მამარდაშვილი კი, რომელიც გუნდთან ერთად ორი საათის წინ ინგლისში ჩავიდა (იხ. ფოტო), სათადარიგო იქნება. გამოცემა სავარაუდოდ იმას ეყრდნობა, რომ ქართველი "შტუტგარტთან" დამაჯერებლად ვერ გაისარჯა.

სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები - Sports Mole-ს ვერსია

ნოტინგემი: ჰენდერსონი, უოროლი, კუკი, ნიაკჰეიტი, უილიამსი, ო'ბრაიენი, კოლბეკი, ტოფოლო, ლინგარდი, ჯონსონი, ავონიი

ვალენსია: სილესენი, კორეია, პაულისტა, დიახაბი, გაია, სოლერი, გიამონი, მუსა, გედეში, დურო, კასტილიეხო

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისე დამაჯერებლობა არ დამაჯერებლობა არაფერ შუაშია მოსამზადებელ ეტაპზე სილესენის დონის მეკარე ერთ თამაშს აღარ იმსახურებს?
ეეე
20:05 30-07-2022
0
ასე არ შეიძლება რა, კაცს შეცდომის უფლება არ ააქ, ჯობია სადმე წავიდეს თუნდაც იჯარით, ამ სილესენს იმხელა ხელფასი აქ მისი წაყვანა არავის უნდა, გიო კი ახლა სწავლობს და არიქა რამე არ შემეშალოსო ასეთი შიშით ვერაფერს ისწავლის.
რრრ
11:33 30-07-2022
3

სიახლეები პოპულარული