ავსტრიული პრესის ცნობით, 26 წლის ნახევარმცველი კვლავაც ტრავმირებულია და თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
ჩვენებურის შესახებ 20 ივლისს გრაცელთა მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ისაუბრა, რომელმაც შემდეგი თქვა:
"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გამოტოვა, კვლავ ტრავმირებულია. რთული სათქმელია, როდის იქნება მზად, აქილევსის მყესის პრობლემა აქვს. ასეთ დროს მოთამაშის 100 პროცენტით დატვირთვა არ
შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ჩემპიონატის საწყისი 2 ტური ჩატარდა და "შტურმმა" 4 ქულა მოაგროვა, კიტეიშვილი კი ტრავმის გამო ვერ თამაშობს.