გაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება თუ არა სანაკრებო სანქცია?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გახარებულები ვართ და მის გზაზე სხვა ფეხბურთელებსაც ველით, თუმცა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ პრობლემებიცაა, რაზეც საუბარი საჭიროა.

ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე და პირიქით, ვეწინააღმდეგებოდით იმ პათოსსა და ტონს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეიქმნა, რომელმაც რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზანის "რუბინთან" კონტაქტის შეჩერების უფლებით პირველივე დღეებში არ ისარგებლა. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა და საათები აქ არაფერს წყვეტდა. ამის შემდეგ ფიფამ 3-თვიანი შეზღუდვები გაზარდა და ახლა რუსული კლუბებიდან დროებით წასვლა ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ამის
მიუხედავად, იქ რამდენიმე ჩვენებური რჩება, მათ შორის, ნაკრების ყოფილი წევრი გია გრიგალავა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთავარი საწუხარი ლუკა გაგნიძეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

Sportall.Ge

19 წლის ნახევარმცველის თამაში ვისაც უნახავს, მაშინვე დარწმუნდებოდა, რომ მას მინდვრის განსაკუთრებული ხედვა აქვს და ყველა თვისება გამოარჩევს, რის გამოც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. როცა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში იყო, მისი მოსკოვში გადასვლა და შემდეგ თუნდაც "ურალში" განათხოვრება ლუკას განვითარებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ, ის ევროპულ კარიერაში წარმოგვედგინა. გაგნიძემ ფიფას შესაძლებლობით ისარგებლა და 3 თვით პოლონურ "რაკუვში", ვაკო გვილიასთან გადავიდა. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მას თავის გამოსაჩენად დრო არ მიეცა, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატი ყველა ღირებულმა ლეგიონერმა დატოვა და მათ კლუბებს ევროტურნირებზე გასვლაც აკრძალული აქვთ. ამ ფონზე გაგნიძის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელი გვგონია, თანაც უკვე პრინციპული საკითხი გახდა, ყველა არარუსმა ისარგებლოს და რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს. ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმაც გააკეთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა - "მნიშვნელოვანია, ეს შანსი გამოიყენოს ყევლამ... თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი". იქნება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რთული სათქმელია. მაგალითისთვის, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.

გაგნიძესთან ერთად, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას ირაკლი კვირიკაშვილიც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრზე, 19 წლის ლუკა გაგნიძეზე, უფრო დიდი მოლოდინები და ინტერესია. რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დროებით გასაგრძელებლად მისთვის რომელიმე, თუნდაც ქართული კლუბი ვერ მოიძებნა. გეტყვით, რომ პრემიერლიგაში ჯერ 3 ტური გავიდა და "დინამოს" 5 ქულა აქვს, გაგნიძე კი არც ისე ბევრს თამაშობს.

alt"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

altკობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება

მკითხველის კომენტარები / 28 /
რა გინდათ მაგ საშინელ ქვეყანაში. მართლა გული მწყდება, არავის ვლანძღავ, უბრალოდ გული გაგისკდება ადამიანს. დღეს მედვედევმა დაპოსტა, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო როგორც ქვეყანა საერთოდ არ არსებობდაო და ეს ჩვენი მიწებია, რომელიც უნდა დავიბრუნოთო, მე მთელი გულით მჯერა, რუსეთუმეები რომ მიწოდებია და მიკამათია, ის ადამიანებიც კი არ დაეთანხმებიან ამ საშინელებას არასოდეს.
იქნებ ოდესმე მივხვდეთ, რომ ბოლომდე გადაყლაპვა უნდა ამ ქვეყანას ჩვენი, ისე როგორც ვყავდით ერთ დროს გადაყლაპული, დაჩლუნგებული, ენა წართმეული, ისეთი დეგრადაცია მოგიწყოზ რომ თურმე სსრკ ში ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს ეთაკილებოდათ კიდეც ქართულად საუბარი.
დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის შენება, ისე, რომ ახალგაზრდას რუსეთში გაქცევა არ მოუნდეს , და სპორტში რუსეთი არ იყოს ევროპისკენ გამავალი ტრამპლინი.
როდის მივხდებით ყველა ერთად, რომ ის დიდი ჭაობია
Skeleton
02 აგვისტო 2022 19:19
2
Dasjas ra azri aqvs gana tviton ar unda karg chempionatshi?ise dinamo tbilisis bralia aset asakshi ra undoda rusetshi???da kvirikashvili vin aris esec aqedan wavida tu iqauri rus-qartvelaa?
Givi
02 აგვისტო 2022 10:59
4
მოკლედ რომ ვთქვა, არა ვარ მომხრე ახალგაზრდა ფეხბურთელი სისტემატური წნეხის ქვეშ მოთავსება, მით უფრო კერძო ინტერესების დასაკმაყოფილებლად აგორებული კამპანიის სახით. მარაზმს ემსგავსება ეს ყველაფერი და ფეხბურთთან არაფერი აქვს საერთო.
გიორგი
02 აგვისტო 2022 18:54
12
Sadac unda iq itamashebs.ukrainamde chven shemogvesia ruseti,tan ramdenjer.im dros ase ar reagirebda xalxi da exla ukraina ufro adardebt?fuls aketebs mand da bevri qartveli ojaxi irchineba rusuli fulit.simartle esaa.sadac daitoves iq darcha tore evropashi chvenze metad unda tamashi.
Gia
02 აგვისტო 2022 13:19
4
არცერთი ასეთუ ისე ნორმალური გუნდი არ იწვევს და რა ქნას რომ წამოვიდეს ?? დააცადეთ გამოუჩდება გუნდი და წამოვა ! საკუთარი თავის მტერი ხომ არაა იმ გარიყულ ქვეყანაში დარჩეს ევროთასების შანსი რომ არა აქვს !
zura222
02 აგვისტო 2022 17:27
7
საფრანგეთის ნაკრებმა რუსეთში წასულ კალათბურთელებს,ნაკრებში მიწვევაზე უარი განუცხადა.მალე კლუბებმაც შეიძლება მათ მიბაძონ და ლუკა ყველანაირ შანსს დაკარგავს,რუსეთიდან გაღწევის.ახლა რუსეთში წასვლა,მათი მხარდაჭერის ტოლფასად აღიქმება ევროპაში.სწორედაც საკუთარი თავის მტრობად მეჩვენება,ახლა იქ წასვლა.
სოსო
02 აგვისტო 2022 18:20
1
მე არ ვიცი ლუკა გაგნიძე წამოვა თუ არა მოსკოვის დინამოდან მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს არის ჩემი პირადი აზრი, ლუკა გაგნიძე კვარაცხელიას შემდეგ საქართველოში ნომერი მეორე ფეხბურთელია ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ მხოლოდ ჩემი აზრია
დიტო
02 აგვისტო 2022 10:56
14
ალბათ პოტენციურ შესაძლებლობას გულისხმობ,რადგან ჯერ არაფერი დაუმტკიცებია,მაგრამ საფეხბურთო ნიჭთან ერთად,ფეხბურთში,ზოგადი განათლება, გონებრივი და მორალური განვითარებაც მნიშვნელოვანია. აქ,ძალიან დიდი პრობლემები უჩანს,ლუკას.დაუჯერებელია ამდენი ხნის განმავლობაში ვერ გაეგო,რა ხდება და თუ გაიგო,მაგრამ მაინც იქ დაბრუნდა,ეს უკვე მორალურ პრობლემებზე მეტყველებს.ალბათ შესთავაზებენ და ეგეც მიიღებს,რუსეთის მოქალაქეობას.მეტი ჭკუა არ უჩანს და მიტომ ვფიქრობ ასე.ვერც იქ მიაღწევს დიდ წარმატებებს,ისევ მაგ ნაკლოვანებების გამო.იმედი მაქვს გამოუჩნდება ჭკვიანი მრჩეველი და სწორ გზაზე დააყენებს.
სოსო
02 აგვისტო 2022 13:25
1
ობიექტური და კარგად წასაკითხი ანალიზია, ხვიჩას კონტექსტი და შედარებაც ზუსტადაა დაჭერილი
სოსო წერეთელი
02 აგვისტო 2022 10:31
6
ამ ადამიანს რატომ არ აკრიტიკებთ?ოკუპანტ ქვეყანაში დარჩა ,იმიტომ ხომ არა რომ მისი გვარი ძე - თი მთავრდება აბა კვარაცხელიაზე და შენგელიაზე ერთი ამბავი ატეხეთ ვითომდა ვაი ქართველებმა
ბალეშიკ
02 აგვისტო 2022 10:47
30
რასაც ვატყობ, მოსკოვის დინამო სათამაშო დროს აძლევს და მაქსიმალურად ცდილობს შეინარჩუნოს. ძირითადში არ დგას, მაგრამ შეცვლაზე სულ გამოდის. ამიტომ ჯერჯერობით სარგებელს გაგნიძეც ნახულობს, მაგრამ არავინ იცის როდემდე. ფაქტია, გაგნიძე დასაკარგი ფეხბურთელი არ არის, ყველა ნიჭიერი ქართველი ცენტრალური ნახევარმცველია ვინც პერსპექტივაში გვყავს, უახლოეს მომავალში ამ ბიჭზე ბევრი რამ იქნება ნაკრებში დამოკიდებული. ამიტომ, აგენტიც და მის გარშემო ვინც არიან, ვიწრო ინტერესებით არ უნდა იმოქმედონ და სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ, ამ ბიჭის კარიერისთვის უკეთესი რაც იქნება.
რობერტ კემბელი
02 აგვისტო 2022 18:25
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული