გაგნიძის მოსკოვიდან წამოსვლა პრინციპულად და პროფესიულად უმნიშვნელოვანესია - იქნება თუ არა სანაკრებო სანქცია?

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით გახარებულები ვართ და მის გზაზე სხვა ფეხბურთელებსაც ველით, თუმცა ქართველი ლეგიონერების ირგვლივ პრობლემებიცაა, რაზეც საუბარი საჭიროა.

ჩვენ არასდროს ვიყავით მომხრე და პირიქით, ვეწინააღმდეგებოდით იმ პათოსსა და ტონს, რაც ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით შეიქმნა, რომელმაც რუსული ფეხბურთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ ყაზანის "რუბინთან" კონტაქტის შეჩერების უფლებით პირველივე დღეებში არ ისარგებლა. საბოლოოდ კარგად დავინახეთ, ყველაფერი როგორ დასრულდა და საათები აქ არაფერს წყვეტდა. ამის შემდეგ ფიფამ 3-თვიანი შეზღუდვები გაზარდა და ახლა რუსული კლუბებიდან დროებით წასვლა ლეგიონერებს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ. ამის
მიუხედავად, იქ რამდენიმე ჩვენებური რჩება, მათ შორის, ნაკრების ყოფილი წევრი გია გრიგალავა, თუმცა ქართველი გულშემატკივრების მთავარი საწუხარი ლუკა გაგნიძეს უკავშირდება, რომელიც მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელია.

Sportall.Ge

19 წლის ნახევარმცველის თამაში ვისაც უნახავს, მაშინვე დარწმუნდებოდა, რომ მას მინდვრის განსაკუთრებული ხედვა აქვს და ყველა თვისება გამოარჩევს, რის გამოც დიდი ფეხბურთი უნდა ითამაშოს. როცა ყველაფერი ჩვეულებრივ კალაპოტში იყო, მისი მოსკოვში გადასვლა და შემდეგ თუნდაც "ურალში" განათხოვრება ლუკას განვითარებისთვის ხელისშემშლელი არ უნდა ყოფილიყო და საბოლოოდ, ის ევროპულ კარიერაში წარმოგვედგინა. გაგნიძემ ფიფას შესაძლებლობით ისარგებლა და 3 თვით პოლონურ "რაკუვში", ვაკო გვილიასთან გადავიდა. ფაქტია, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდში მას თავის გამოსაჩენად დრო არ მიეცა, საბოლოოდ კი ქართველი ფეხბურთელი მოსკოვში დაბრუნდა. რუსეთის ჩემპიონატი ყველა ღირებულმა ლეგიონერმა დატოვა და მათ კლუბებს ევროტურნირებზე გასვლაც აკრძალული აქვთ. ამ ფონზე გაგნიძის განვითარებაზე ფიქრი შეუძლებელი გვგონია, თანაც უკვე პრინციპული საკითხი გახდა, ყველა არარუსმა ისარგებლოს და რუსეთის ჩემპიონატი დატოვოს. ამის შესახებ განცხადება ლევან კობიაშვილმაც გააკეთა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა - "მნიშვნელოვანია, ეს შანსი გამოიყენოს ყევლამ... თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი". იქნება თუ არა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რთული სათქმელია. მაგალითისთვის, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ რუსულ და ბელარუსულ გუნდებში მოთამაშეებს არ გამოიძახებენ.

გაგნიძესთან ერთად, მოსკოვის "დინამოს" ღირსებას ირაკლი კვირიკაშვილიც იცავს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრზე, 19 წლის ლუკა გაგნიძეზე, უფრო დიდი მოლოდინები და ინტერესია. რთული დასაჯერებელია, რომ კარიერის დროებით გასაგრძელებლად მისთვის რომელიმე, თუნდაც ქართული კლუბი ვერ მოიძებნა. გეტყვით, რომ პრემიერლიგაში ჯერ 3 ტური გავიდა და "დინამოს" 5 ქულა აქვს, გაგნიძე კი არც ისე ბევრს თამაშობს.

alt"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

altკობიაშვილი რუსეთში მოთამაშეებთან დაკავშირებით ფიფას გადაწყვეტილებას მიესალმება

მკითხველის კომენტარები / 28 /
სირცხვილია ეხლა მანდ თამაში...

მეორეხარისხოვანია ფულიც, ფეხბურთიც, ნაკრებიც, კარიერაც და ყველაფერიც, როდესაც ოფიციალურად ბავშვების მკვლელ ქვეყანაში თამაშობ და ამას არ იმჩნევ, ვითომ არაფერი ხდება...


ვითომ პოლიტიკაში არ ერევი? ზუსტადაც რომ იმ პოლიტიკის ნაწილი ხარ რომელსაც ეგ ტერორისტული ქვეყანა შენი სამშობლოს წინააღმდეგ ეწევა...


ბარემ მიიღე ჯიქიასავით რუსეთის მოქალაქეობა, გვეცოდინება მაინც რომ ოფიციალური ღამურა ხარ და შეგეშვებით...

ვეცადე მკაცრად არ დამეწერა, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ჩემი შვილის ტოლი ხარ და იქნებ დაფიქრდე, იქნებ მიხვდე რომ კარიერაზე და ფულზე უფრო ძვირფასი სხვა ღირებულებები და ფასეულობები არსებობს...
ვენეციის კომისია
11:01 02-08-2022
14
აბაა,ომამდე შენგელია და მისი მომხრეები იძახდნენ სპორტი პოლიტიკა არაფერ შუაშიაო და ომი როგორც კი დაიწყო პირველი შენგელია წამოვიდა რუსეთიდან "გაუტყდა"მასეთ ქვეყანაში ცხოვრება და თამაში,მერე უცბათ დაუკავშირდა ერთმანეთს სპორტი და პოლიტიკა!!!ლუკა შენ არაფერი "გიტყდება"?!
ბექა
14:43 02-08-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული