"წიტაიშვილმა "დინამო" ძალიან ულამაზოდ დატოვა, მაქვს ინფორმაცია, რომ..." - უკრაინელი ჟურნალისტი ქართველი ფეხბურთელისა და ლუჩესკუს საუბარზე ჰყვება

AutoSharing Option
უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ბურბასი მოჰყვა, თუ როგორ დატოვა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა "დინამო" და გადავიდა პოლონურ "ლეხში".

"მაქვს ინფორმაცია, რომ წიტაიშვილი "დინამოდან" ძალიან ულამაზოდ წავიდა. მასთან გუნდის მთავარ მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ინდივიდუალური შეხვედრა ჰქონდა და უთხრა, რომ დარჩენილიყო, რადგან მისი იმედი ჰქონდა.

ქართველმა მწვრთნელს ძალიან ცუდად უპასუხა და უთხრა, რომ ის თავს "დინამოში" ვეღარ ხედავდა, სხვა გუნდში გადასვლა უნდოდა. ის წავიდა "ლეხში", რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან სამარცხვინოდ გამოვარდა.

მეჩვენება, რომ წიტაიშვილი "დინამოში" თავს კომფორტულად არ გრძნობდა. მას შეცდომების დაშვების ძალიან
დიდი ზეწოლა ჰქონდა. მან იპოვა ისეთი ადგილი, სადაც შეუძლია აიღოს თავის თავზე თამაში და კრიტიკის არ შეეშინდეს. ვფიქრობ, ამით ქართველმა ნაბიჯი უკან გადადგა", - ამბობს ბურბასი.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ კაცმა თვითონვე ახსნა, რატომ არ გაჩერდებოდა წიტას ადგილას იქ არცერთი ჭკუათმყოფელი. ზეწოლა და წნეხი კი არა, ხელშეწყობა და თავდაჯერებულობის მოპოვება სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს. წავიდოდა, აბა რას იზამდა?!
ქომაგი
02 აგვისტო 2022 14:01
0
კაცი მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ეგენი კიდე სათადარიგოზეც კი არ სვამდნენ და აბა რა ექნა ?
Vasili
02 აგვისტო 2022 13:51
0
ძალიანაც სწორედ მოიქცა, ხან სად ანათხოვრებდნენ და ხან სად, ლუჩესკუს რომ ნდომებოდა ადრე მიხედავდა გიოს, მთავარია ლეხში ძირითადში დაიმკვიდროს
ალეკო
02 აგვისტო 2022 13:09
0
თუ ვინმეს ეუხეშა რათქმა უნდა ცუდია, მარა რომ წამოვიდა ამაში ვერ გაამტყუნებ, ომს დასასრული არ უჩანს და რა ქნას ახლა აკობებში ითამაშოს თუ ტყვიების წვიმაში.
ეეე
02 აგვისტო 2022 13:05
3
კიევის დინამოსათვის სავალდებულო ფიზიკურ კონდიციებს,თუნდაც სხეულის გაბარიტების გამო,ვერასოდეს დააკმაყოფილებდა და რამდენი ხანი უნდა ეცადა?ნატოში მიღებას ემსგავსებოდა, მისი დინამოს ძირითადში დაყენების პერსპექტივა და მანაც თავისი გზა მონახა.შესაძლოა შეცდა,მაგრამ ირჩია საკუთარი თავის პატრონი,თვითონ იყოს და ამის გამო,ვერ გავაკრიტიკებ.დრო გადის და ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა.მომავალი გვიჩვენებს,შეცდა თუ მართალი იყო. თავის საუკეთესოდ წარმოჩენას ვუსურვებ.
სოსო
02 აგვისტო 2022 12:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული