ტიფოზებს სუნთქვა შეეკრათ - რატომ არ ივარჯიშა კვარაცხელიამ გუნდთან ერთად?

AutoSharing Option
"ნაპოლის" საიტი იტყობინება, რომ გუნდის ვარჯიშში დღეს ხვიჩა კვარაცხელიას მონაწილეობა არ მოუღია და ის ქარიმ ზადადკასთან, ადამ ოუნასთან, ჯუზეპე ამბროზინოსთან და დიეგო დემესთან ერთად სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთა. მიზეზს serieanews-ი განმარტავს.

"ნაპოლი". ძალიან ცუდი ამბები სპალეტისთვის: ტიფოზებს სუნთქვა შეეკრათ

"აძურის" კვლავ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე. სეზონის დაწყებამდე ორი კვირით ადრე გუნდი განახლების პროცესს განაგრძობს. სატრანსფერო ბაზრიდან, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო მეტი ფეხბურთელი მოვა.  გულშემატკივრები არკვევენ, უკვე ვინ მოვიდა. ამ პერიოდის ყველაზე სასიამოვნო სიურპრიზი ქართველი კვარაცხელიაა. ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა თავი წარმოაჩინა, როგორც
ერთ-ერთმა საუკეთესო ტალანტმა და მიზანმიმართულმა მოთამაშემ, მაგრამ სამწუხაროდ, მის შესახებ არცთუ კარგი ამბავი შევიტყვეთ.

ამხანაგურ მატჩში ხვიჩას "მალიორკას" მცველები განსაკუთრებულად ეუხეშებოდნენ, აღდგენისას მოკლე მოედანზე ვარჯიშობდა და ორმხრივი თამაშისას სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა. მას ბარძაყი შეხვეული ჰქონდა. ამან მწვრთნელისა და ფანების შეშფოთება გამოიწვია".

3 აგვისტის "ნაპოლი" საკონტროლო შეხვედრას "ჟირონასთან" გამართავს და იმედია, ხვიჩა იქამდე მწყობრში ჩადგება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ზედმეტს მატაობს იქ, სადაც საჭირო არაა. ხოდა Gმერთმა დაიფაროს და, მაგან დაღუპა ჩვენი ტალანტების 99 პროცენტი. მოერიდე რაა
ლევან მაღლაკელიძე
17:16 03-08-2022
2
ხვიჩა, მართალია ის, რომ ტრამვის აცილება გამოცდილებასთან ერთად მოდის, მაგრამ შენ მაგისთვის დრო არ გაქვს. ორი რამ რაც მოგცემს საშუალებას აიცილო სერიოზული ტრამვა:
1. საუკეთესო ფიზიკური მომზადება.
2. შენი სათამაშო სტილის უფრო მეტად დახვეწა. მოედნის შუაში, ფეხბურთელს რომელსაც ბურთის თრევა უყვარს, უმრავლეს შემთხვევაში აყენებენ სერიოზული ტრამვებს (სცემენ). ასეთ დავალებებს მწვრთნელები აძლევენ! ამიტომ მოედნის ცენტრის გავლას შეეცადე მინიმალური შეხებებით და შენი საყვარელი დრიბლინგი საჯარიმოს მისადგომებთან ჩართე. მანდ მცველები ერიდებიან უხეშობას თუ გარდაუვალი აუცილებლობა არ არის.
3. ყოველი კონკრეტული თამაშის წინ კარგად დააკვირდი და მოძებნე მოწინააღმდეგის სუსტი ადგილები (ზოგს სასტარტო არ უვარგა, ზოგი ნაკლებად მოქნილი, ზოგი იმდენად უხეშია, რომ შორიდან უნდა ეთამაშო, და ა.შ.)
და კიდევ ერთი, ფეხბურთის ღმერთი უნდა გფარავდეს.
აბა შენ იცი ჩვენო კარგო ბიჭო! წარმატებები!!!
G.A.L.
10:20 03-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული