ლუჩესკუმ წიტაიშვილის "დინამოდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
დღეს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში, კიევის "დინამო" "შტურმს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელ მირჩა ლუჩესკუს ჰკითხეს, რას ფიქრობს "ლეხში" იჯარით გადასულ გიორგი წიტაიშვილზე.

"მან ფიფას წესით ისარგებლა და ასე გადაწყვიტა. შეეძლო ჩვენთან დარჩენილიყო, მე ეს მინდოდა, მაგრამ მან სხვა არჩევანი გააკეთა. ამიტომ ამ სიტუაციასთან დაკავშირებით არავითარი მოსაზრება არ მაქვს.

ალბათ, მისი კარიერისთვის ასე უკეთესი იქნება, თუმცა მომავალ წელს უკან დაბრუნდება. ის კარგი მოთამაშეა".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლუჩესკუს ნამდვილი გვარი ლუჩესკუა-ა.
ვაჟა მასწავლებელი
04 აგვისტო 2022 00:50
0
რადგან გიორგის წასვლაზე ამდენი იწერება, გამოდის, რომ მართლა ძალიან კარგი პერსპექტივის მქონე ფეხბურთელია. ასეთი გადაჭიჭინება სხვა არაფერზე არ მიუთითებს. წარმატებები წიტაიშვილს და საქართველოს ნაკრებს.
03 აგვისტო 2022 14:23
0
ლუჩესკუს არ მოწონს გიორგი საქართველოს მოქალაქეობა რომ მიიღო
ტოტტი
03 აგვისტო 2022 09:04
1
შენ ალბათ ლუჩესკუ უკრაინელი გგონია,არა გოლუაფირო,რუმინელია ...
გომორძგუა მარგალეფც
03 აგვისტო 2022 22:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული