"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
დარწმუნებული ვარ,ხვიჩა სულ მალე სრულად გამოავლენს საკუთარ ღვთივბოძებულ ნიჭს და წააკვნეტინებს ენებს ასეთ დილეტანტ "პროფესორებს",თავისი ელვისებური,დიდოსტატური თამაშით...
კოტე
03 აგვისტო 2022 21:03
2
ეუჯენიო ალბარელა გადაცმული სანაიაა - მგონია მე!
ვაჟა მასწავლებელი
03 აგვისტო 2022 22:30
4
არაა აზროვნებით უფრო ბადრი შუბლაძეს გავს !
zura222
03 აგვისტო 2022 23:46
1
მაგარი იყო!
aburjga
04 აგვისტო 2022 00:00
2
მოდი ოსიმენმა გააკეთოს ისე რო კვარას გაუადვილდეს პასის მიცემა ან გოლი! ვინარის უკეთესი მომავ წლიდან ვნახოთ ეკსპერტო ქართველიშვილო
beqa
03 აგვისტო 2022 20:36
2
ოსიმენს ჰქონია რაღაც დასამტკიცებელი :))) მასტმა წინა წელს 18 გოლი გაიტანაო, კლუბს 81 მილიონი აქვს მასში გადახდილი. რა არაადეკვატური ხალხი ვართ :(
odala
04 აგვისტო 2022 10:56
0
ეს პროფესორი ექსპერტი ვინღა გამოვიდა, ამხანგური თამაშები სხვაა და ოფიციალური სხვა და თუ ზედმეტად დაიჭირა ბურთი არა პრობლემა. სპალეტიმ მაგ პერსონაზე კარგად იცის რა უნდა და სათანადო დავალებებს მისცემს არ ინერვიულოს მაგ ს..რმა
zaza
03 აგვისტო 2022 20:59
2
ოსიმენში თუ 81 მილიონი აქვთ გადახდილი აბა კი ეკუთვნის გოლის გატანა. მემგონი ზუსტად ეგ ანერვიულებთ, რომ ხვიჩამ არ აჯობოს.
WTF
03 აგვისტო 2022 23:14
0
კვარას თვითონ არავინ აძლევს პას ვისღა უნდა მიცეს როცა იღებდა ამწვავებდა ყოველთვის
Soso
03 აგვისტო 2022 22:36
0
ყველა თამაშში საუკეთესო იყო კვარა. პროფესიონალი , თავდაბალი და შრომისმოყვარე, პასს პირიქით არ აძლევენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას გაასწრებს და საუკეთესო იქნება. მალე დარწმუნდებიან ისინიც ვისაც არ ჯერავს
gio
04 აგვისტო 2022 10:07
0
ბოლო თამაშის ვიდეოებზე ნაპოლის გულშემატკივრები ერთხმად აღფრთოვანებული არიან – 1:1 ზე ყველაზე მეტი მონდომება გამოავლინა და გუნდი გამარჯვებისკენ სწორედ კვარამ წაიყვანაო. სიხარულით აღნიშნავენ კვარა თანდათან გუნდის ლიდერობის სადავეებს იღებსო. წინა თამაშებზე ბრაზობდნენ კვარას პასებს არ აძლევენო. ოსიმჰენს (კარგი თავდამსხმელია მართლაც) რაც შეეხება, დღეს 2–3 ე.წ. 100% იანი მომენტი გააფუჭა 3 მეტრიდან , აშკარად ამოვარდნილი ფორმიდან და კვარას ბრალია ეგ ?
პროფესორი არა აკადემიკოსი
04 აგვისტო 2022 04:46
1
ეს ექსპერტები სულ ასე იყბედებენ, თუ ხვიჩა გასაკრიტიკებელია, ამას პირველი სპალეტი გააკეთებს. ხოდა ილაპარაკონ "ექსპერტებმა" არ ღირს მაგაY გამო ნერვების შლა.
Semi
03 აგვისტო 2022 22:01
0
ოსიმენი აქებს კვარას პრეტენზია არა აქვს და ამას ვინ ეკითხება ნეტა (ან ვინ აფინანსებს)
Ff
04 აგვისტო 2022 03:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული