"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ "ნაპოლიში" მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან" - იტალიელმა ექსპერტმა ხვიჩა გააკრიტიკა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თამაშით ყველა აღფრთოვანებულია, გამოჩნდა ისეთი, რომელმაც ბურთის ზედმეტად დაჭერის გამო გააკრიტიკა და ეს იმ დროს, როდესაც მას პასს ხშირად არ აძლევენ.

იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, პროფესორმა ეუჯენიო ალბარელამ, Canale 21-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასასეზონო შეკრებისას სუსტი მეტოქეების ადვილად დამარცხების შემდეგ "ნაპოლიმ" "ადანა დემირსპორთან" და "მალიორკასთან" მხოლოდ სამი გოლი გაიტანა და ხვიჩა კვარაცხელიას ურჩია, უფრო ხშირად გაუკეთოს გადაცემები ვიქტორ ოსიმენს. ალბარელას ნაუბარი The nationon-მა გამოაქვეყნა და სტატია უმალ გადაბეჭდა ნიგერიულმა soccernet-მა.

"ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი იმედგაცრუებულია, რადგან გოლების
გატანა უჭირს. მას საჭირო პასებს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია არ აძლევს. ნიჭიერი ქართველი ბათუმის "დინამოსგან" ლორენცო ინსინიეს პირდაპირ შემცვლელად შეიძინეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის კვარაცხელიას ტალანტი ეჭვს არ იწვევს, მას იმაში "ადანაშაულებენ", რომ ბურთს ზედმეტად იჭერს. ოსიმენმა ბოლო სამი გოლიდან მხოლოდ ერთი გაიტანა და ისიც პენალტით. ალბარელას აზრით, ხვიჩა ჯერ კიდევ ეჩვევა გუნდს და ექსპერტს სურს, უფრო გამოცდილი პარტნიორის ირგვლივ ააგოს თამაში.

"კვარას, შესაძლოა, არ ესმის, რომ გუნდში თამაშობს, რომლის შემადგენლობაში, როგორც მინიმუმ, მისი დონის ან უკეთესი ფეხბურთელები არიან. ოსიმენის და ლოზანოს პასებით მომარაგებაა აუცილებელი, ეს გამოსასწორებელია და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელი ამაზე უკვე მუშაობს.

თითქოს კვარაცხელიას უნდა, ნებისმიერ ფასად დაამტკიცოს, რომ კარგი ფეხბურთელია, თუმცა ეს მონდომება უსარგებლოა. აქ მთავარია, იყო პრინციპული და გადაწყვეტილების მიღებისას გაბედული", - განაცხადა ალბარელამ.

ოსიმენი ნეაპოლურმა კლუბმა 2020 წელს აფრიკელი ფეხბურთელებისთვის სარეკორდო თანხად, 81 მილიონ ევროდ შეიძინა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 18 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მისი სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერი" იყვნენ დაინტერესებული, მაგრამ არც ერთმა წინადადებით არ მიმართა".

"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა "გაძეტა დელო სპორტთან" აღნიშნა, რომ აფრიკელ ფეხბურთელებს აღარ შეიძენს, ვინაიდან მათ ფულს უხდის, ისინი კი შუა სეზონისას აფრიკის თასზე საასპარეზოდ მიდიან.

მკითხველის კომენტარები / 46 /
კრიტიკა კარგია და აუცილებელი, იმედია იტალიელი კრიტიკოსის კრიტიკა ადრესატამდე მიაღწევს - ეს მხოლოდ წაადგება კვარაცხელიას. მახსენდება ბიბლიური ციტატა; "უკეთური მოდგა მასწაულს ელის"... ზუსტად ასეა ხვიჩას შემთხვევაში, ქართველები მისგან სასწაულს ველით. მარტო ნიჭიერება არ კმარა, ხვიჩას გარკვეული პერიოდი დაჭირდება გარკვეული უნარ ჩვევების გაზრდაში და იგი კარგი სპეციალისტის ხელშია ძალიან მაგარ გუნდში, ნუ დაგვავიწყდება კვარას მხოლოდ რუსეთში აქვს გამოცდილება მიღებული
ირაკლი
05 აგვისტო 2022 09:06
0
ალბათ არ ესმის ხვიჩას მართლაც, რომ ნაპოლიში მისი დონის ფეხბურთელები არიან .. . იმიტომ რომ არ არიან. ასეა ბრატ
nika
05 აგვისტო 2022 03:20
0
ასეთი შეკვეთილი კომენტარები ბევრჯერ იქნება ხვიჩაზე. ეგ კაცი იუვენტუსის მარაქიდანაა. რეალურად ეს არის შურიანი კაცის ნათქვამი. ჩვენ ყველა ვხედავთ რა გუნდს წარმოადგენს დღევანდელი ნაპოლი. უკბილო, უსისტემო თამაშით ტიფოზების კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. გუნდი დატოვა მერტენსმა, კულიბალიმ და ინსინიემ. სათადარიგო მოთამაშეები არაფრით გამოირჩევიან. იტალიელები ამპარტავანი ხალხია, მათთვის ძნელი გადასატანია ის ფაქტი რომ პატარა საქართველოდან მისულმა და არც თუ ისე დიდი თანხით შეძენილმა კვარაცხელიამ გადაჩრდილა ნაპოლის (და არა მხოლოდ ნაპოლის) ძალად ვარსკვლავები, რომლებიც კარგი რეკლამის ფონზე სარფიანი ყიდვა-გაყიდვის სუბიექტები არიან. ნეაპოლიტანელმა ფანებმა უცებ იგრძნეს სხვაობა ხვიჩასა და დანარჩენ მოთამაშეებს შორის. ხვიჩა ერთ გუნდად ღირს. და ეს იტალიაა, ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა მორალური დარტყმაა იტალიელებისთვის ეს რეალობა. იტალიური ფეხბურთი ახლა კრიზისშია. მათ აღარ ჰყავთ რივა, რივერა, მაცოლა, როსი და ბაჯო. ჩრ. მაკედონიამ გამოაგდო მსოფლიო პირველობიდან, გუნდს ბურთის გატანა უჭირს მეტოქის კარში. და აი ამ ფონზე ჩნდება იქ ხვიჩა, ნამდვილი ტალანტი. შურის დორბლებს ჰყრიან იუვეს, მილანის, ინტერის, რომას მესვეურები. ისინი ელიდებიან მომენტს,რომ ხვიჩა თავიანთ რიგებში იხილონ. სწორი თქვა ზბიგნევ ბონეკმა, ხვიჩა საქართველოდან რომ არის, იმიტომ უჭირთ იმის აღიარება რომ ის ვარსკვლავია. ყველა თამაშს ვუყურე, ამ ბიჭმა საგოლე პასები გაუკეთა ოსიმენსაც და სხვებსაც. მხოლოდ ორი გამოიყენეს, უმრავლესობა გააფუჭეს.აშკარად გამოჩნდა რომ თანაგუნდელების ნაწილი მას აიგნორებდნენ, პასს არ აძლევდნენ, საწინააღმდეგო ფლანგზე აგორავებდნენ ბურთს. ოსიმენმა მალორკასთან პენალტის დარტყმის უფლებაც აახია. უყურა უყურა ხვიჩამ ამ მაიმუნობას და დაიწყო თავის თავზე თამაშის აღება. 5 თამაშში 4 გოლი და ორი ზუსტი საგოლე ასისტი ყველაფერზე მეტყველებს. ახლა თუ დააკვირდით როგორ იქცევა ხვიჩა? როცა მასზე ჯარიმდებიან მაშინ ურტყამს საჯარიმოს და პენალტს. გადაახვიეთ ჟირონასთან პენალტის ეპიზოდზე და დაინახავთ რა გამომეტყველებით მიანიშნა მან ოსიმენს რომ პენალტის შესრულება მას ეკუთვნოდა. მოკლედ, არეული გუნდია, შიდა კონკურენციას და დაპირისპირებას აქვს ადგილი. ხვიჩა ნელ-ნელა ეპოტინება ლიდერის ფუნქციას. უნდა თუ არ უნდა მისი ეფექტური თამაშის ფონზე ხდება ნაპოლის "კორიფეების" გაუფასურება. ესენი საათობით დგანან და არიგებენ ავტოგრაფებს, ყელყელაობენ და მოედანზე ხვიჩას ფრჩხილად არ ღირან ამ დროს. უკვე საუბარია ზოგიერთი მათგანისთვის ხელფასის შემცირებაზეც. და ეს ბატონი რას მოუწოდებს ხვიჩას? კაცი არ მოატყუო, მომენტი არ შექმნა და ოსიმენი და სხვები ამარაგე პასებითო? ვუსმენდი ესოანელ კომენტატორებს და აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ ხვიჩას თამაშით. და ეს მაშინ, როცა ბიჭს თავისი შესაძლებლობების 50%-იც არ გამოუმჟღავნებია ჯერ.
ბექა
04 აგვისტო 2022 20:25
1
ფეხბურთებს ხშირად არ ვუყურებ მაგრამ რა დაწერე, "პასი რომ მიცა და ვერაფერი ქნესო, მერე დაიწყო თამაშის თავის თავზე აღებაო"_ არაა ეს სწორი, როცა პასია პროფესიონალური, ყოველთვის უნდა გააკეთოს.
გიორგი1
05 აგვისტო 2022 09:58
0
ისე მე თუ მკითხავთ საჭიროა ასეთი ე.წ კრიტიკოსები რადგან როცა დადგება დრო ხვიჩას გრანდში გადასვლის და უეჭველად დადგება მას ძაანაც არ უნდა დაწყდეს გული იქედან წამოსვლისას, გაიხსენებს ეგეთებს და მიიღებს თამამ გადაწყვეტილებას, თორემ ხომ გახსოვთ გიორგი ქინქლაძე ყველას, რომ უყვარდა სიტიში ვერ გადაწყვიტა დროულად გუნდის დატოვება ბარსას და ლივერპულს უთხრა უარი და ჩაყვა გუნდს მე-3 ლიგაში, ნამეტანი არაფერი ვარგა არც სიყვარული.
რრრ
04 აგვისტო 2022 18:59
1
შენ ეხლა ერთი ადგილი დააყენე მანდ! გამომივიდა ფეხბურთის პროფესორი! სპალეტი მიხედავს საქმეს! ვინ რა უნდა ქნას იცის ზეპირად!
მწვრთვნელი
04 აგვისტო 2022 17:50
0
პუტინმა დაუკვეთა არა? აბა რას იტყვით ურა პატრიოტებო? დდდდ
!!
04 აგვისტო 2022 15:44
9
მარტივად არის საქმე. ოსამენში გადახდილი აქვთ 81 მილიონი
და თინეიჯერ კვარაცხელიაში მხოლოდ 10 მილონი , რომელიც გუნდში ყველაზე ნათელი წერტილია.
ეხლა ხო უნდა გააპრავნო ოსამენში გადახდილი მილიონები, იმას ხო არ იტყვიან ლუზერები ვართ. კვარა თუ ყველას ჯობს და 10 გადავიხადეთ ოსამენში რამ გადაგვაყრევინა ამდენი ფულიო :)
las
04 აგვისტო 2022 13:34
2
სტატიის ავტორს საპასუხოდ ვეტყოდი:
კვარა გაცილებით შედეგიანი და მაღალი კლასის ფეხბურთელია ვიდრე ეგ ვიღაც ნიგერიელი ოსიმენი.
აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება ეგ ოსიმენი საერთოდ რომ გაუშვან ნაპოლიდან, მაინც ვერაფერს ვერ აკეთებს და გუნდის ლიდერობა მაინც სულ კვარას უწევს.
gio
04 აგვისტო 2022 13:09
2
ეგ იცის ბევრმა უაზრო ქებამ. გააგიჟეს უკვე ეს ბიჭი და თავი მართლა მესი ჰგონია. აჰა, პირველი სიმართლეც უთხრეს და იმედია მალე გაიგებს. თუ არა და ამოყოფს სკამზე თავს. ეს ინფანტილი ვაი-ფანები რომ ვერ გაიგებენ ჩვენთან, ეგ თავიდანვე ნათელია. იმასაც რომ ვერ ხვდებიან, რომ ლოზანოც და ოსიმენიც უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, ეგეც ლოგიკურია.
odala
04 აგვისტო 2022 10:54
40
მესი არ გონია თავი ჯიგარ კვარაცხელიაა და როგორც კვარა ისე გაიცნობს მალე მთელი მსოფლიო,,რაც შეეხება პასებს,,,პასი რო მიცეს უნდა გაეხსნან ისე რო პასის მიცემა უკეთესი იყოს ვიდრე თავის თავზე აგება და წინ წასვლა,,როცა ხედავს რო თავად ერთი კაცის მოტყუებით უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება და დასარტყმელიც ექნება რატო უნდა მიცეს პასი??აქეთ მიცენ პასები სხვებმა ვინაიდან ეგ ნიგერიელიც და მექსიკელიც 10-დან ერთს იტანენ და კვარას გაცილებით მაგალი პროცენტულობა აქვს დაგვირგვინებისას,,რავიცი სხვისი თქმა რად გინდათ შეხედეთ და თავად ნახავთ თუ სურვილი გაქვთ რო ყველაზე მეტი შედეგიანი დარტყმა აქვს და თუ მაინცდამაინც ის გინდათ რო აკრიტიკოთ მიდით ბიჯო მიდით
გელა
04 აგვისტო 2022 12:00
0
ყველა თამაშში საუკეთესო იყო კვარა. პროფესიონალი , თავდაბალი და შრომისმოყვარე, პასს პირიქით არ აძლევენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას გაასწრებს და საუკეთესო იქნება. მალე დარწმუნდებიან ისინიც ვისაც არ ჯერავს
gio
04 აგვისტო 2022 10:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული