ევროპა ლიგა
„სლოვანი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. არადა, მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.
მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამივე ჩვენებური - გურამ კაშია (ყვითელი ბარათი მიიღო), ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და მხოლოდ გიორგი შეცვალა 90+2-ე წუთზე. სტუმრები 63-ე წუთზე გრინმა დააწინაურა, შემდეგ ჩაკვეტაძის შესანიშნავი გარღვევა კუცკამ ვერ დააგვირგვინა, საპასუხო გოლი კი 86-ე წუთზე ელ-არაბიმ გაიტანა.
კონფერენს ლიგა
„რაკუვმა“, რომლის განაცხადში ისევ არ იყო ვაკო გვილია, ტრნავაში 2:0 სძლია „სპარტაკს“.
„აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა „კიზილ-ჟარი“. მასპინძელთა რიგებში 73-ე წუთამდე იასპარეზა ბუბა დაუშვილმა. განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული გიორგი ქვილითაია და ახალწვეული ლაშა დვალი. სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც 90+3-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ივანიაძე სათადარიგო გახლდათ.
„ნეფთჩიმ“ ბაქოში 2:1 მოუგო „რაპიდს“. ავსტრიელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანეს. აზერბაიჯანულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ.
„ლეხი“ რეიკიავიკში „ვიკინგურთან“ 0:1 დამარცხდა. პოზნანელთა გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
„ფეჰერვარმა“ სახლში „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ბუდუ ზივზივაძე 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 88-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლია.
საპასუხო შეხვედრები 11 აგვისტოს ჩატარდება.
ნამდვილად არ მინდა რომ მთელი სეზონი ჩაკვემ კაშომ და ჯაბამ მხოლდო სლოვაკეთის ჩემპიონატი ითამაშონ.