"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩებში, ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და ბუდუ ზივზივაძემ გოლიც გაიტანა.

ევროპა ლიგა
„სლოვანი“ პირეოსში „ოლიმპიაკოსთან“ ფრეს დასჯერდა - 1:1. არადა, მოგებასთან ძალიან ახლოს იყო.

მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამივე ჩვენებური - გურამ კაშია (ყვითელი ბარათი მიიღო), ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე სასტარტოში დააყენა და მხოლოდ გიორგი შეცვალა 90+2-ე წუთზე. სტუმრები 63-ე წუთზე გრინმა დააწინაურა, შემდეგ ჩაკვეტაძის შესანიშნავი გარღვევა კუცკამ ვერ დააგვირგვინა, საპასუხო გოლი კი 86-ე წუთზე ელ-არაბიმ გაიტანა.

ჩრდილოეთ მაკედონიის „შკუპი“ დუბლინში 1:3
დამარცხდა „შემროკ როვერსთან“. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა.

კონფერენს ლიგა

„რაკუვმა“, რომლის განაცხადში ისევ არ იყო ვაკო გვილია, ტრნავაში 2:0 სძლია „სპარტაკს“.

„აპოელმა“ საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა „კიზილ-ჟარი“. მასპინძელთა რიგებში 73-ე წუთამდე იასპარეზა ბუბა დაუშვილმა. განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული გიორგი ქვილითაია და ახალწვეული ლაშა დვალი. სტუმართა გუნდის სასტარტოში იყო ელგუჯა ლობჯანიძე, რომელიც 90+3-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გიორგი ივანიაძე სათადარიგო გახლდათ.

„ნეფთჩიმ“ ბაქოში 2:1 მოუგო „რაპიდს“. ავსტრიელებმა ერთადერთი საპასუხო გოლი კომპენსირებულ დროში გაიტანეს. აზერბაიჯანულ გუნდში შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ.

„ლეხი“ რეიკიავიკში „ვიკინგურთან“ 0:1 დამარცხდა. პოზნანელთა გუნდის მწვრთნელმა ჯონ ვან დენ ბრომმა ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი 61-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.

„ფეჰერვარმა“ სახლში „პეტროკუბი“ 5:0 გაანადგურა. ბუდუ ზივზივაძე 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, 88-ე წუთზე პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლია.

საპასუხო შეხვედრები 11 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ჩაკვემ ითამაშა ძალიან მაგრად, იმედი დამიბრუნდა და სიხარული. რა ვქნა ყველაზე მეტად მიყვარს და მეიმედება გიოსი
semi
05 აგვისტო 2022 16:45
0
ბუდუ უძლიერეს 9 ნომრად ჩამოყალიბდა, ძალიან ძლიერია, მინიმუმ საფრანგეთის დონის ჩემპიონატში უნდა თამაშობდეს.
SLR
05 აგვისტო 2022 14:24
0
ჩაკვე შედის ფორმაში, ორთაბრძოლაში შესვლას აღარ ერიდებაა,მინი,მიდი ჩაკვეე!!ძალიან გგულშემატკივრობ ჩვენო პირველო მერცხალო!!!
ირაკლი
05 აგვისტო 2022 13:50
0
ჩაკვე! მიდი, აკრიფე ფორმა, შენი იმედი აქვს მთელს საქართველოს.
05 აგვისტო 2022 13:50
0
საღოლ ბუდუ მაგარი ბიჭი ხარ !!! მარა ცოტა დროს რატო აძლევენ პროსტა რა უნდააათ ... აღარ უნდა მიბრუნებულიყო მაგ გუნდში...
bejo
05 აგვისტო 2022 13:36
0
მაგ ქუნდს ეკუთვნის და რა ექნა.
რრრ
05 აგვისტო 2022 19:48
0
ძალიან მინდა რომ სლოანი რომელიმე ევროტურნირზე მოხვდეს რადგან ჩაკვეს ძალიან სჭირდება ეს ევროპული თამაშები რომ ძველი ფორმა სწრაფად აღიდგინოს და კვალვ მიეცეს შანსი ყურადღების ცენტრში მოქცევის ევროპის კაი გუნდების მხრიდან.
ნამდვილად არ მინდა რომ მთელი სეზონი ჩაკვემ კაშომ და ჯაბამ მხოლდო სლოვაკეთის ჩემპიონატი ითამაშონ.
გოჩა
05 აგვისტო 2022 11:52
0
ვუყურე სლოვანის თამაშს და ჩაკვეტაძე ჩემი აზრით ზამთარში ძალიან ახლოს იქნება მინიმუმ ძველ ჩაკვეტაძესთან
ილიავარ...
05 აგვისტო 2022 11:21
0
შენ პირს შაქარი!ოღონდ ახლა მაშინდელი დონე საკმარისი აღარ არის.ასაკი უკვე სულ სხვაა და რაკი მაშინაც ვაისის ხელში გაიხსნა,აუცილებელი არ იქნება,სასწრაფოდ სხვა გუნდში გაქცევა.როცა კონდიციებს სრულად აღადგენინებს,ალბათ თვითონვე ეტყვის,რომ წასვლის დროა.შესაძლოა ბევრი ნაკლი აქვს,მაგრამ მის კეთილსინდისიერებასაც ვენდობი და კეთილგანწყობასაც.თან გენტში დაბრუნებას,ისევ ვაისისათვის წლის ბოლომდე დახმარება ურჩევნია.
სოსო
05 აგვისტო 2022 16:02
0
ეს ლეხი როგორი სუსტი გუნდია. 3 გასვლითი თამაშიდან, 2 წააგო 1:5, 0:1, ხოლო 1 ფრე, ისიც ბათუმთან. ჩემპიონატშიც ყველა უგებს, ვისაც არ ეზარება. სამწუხაროა, რომ ასეთმა სუსტმა გუნდმა 5:0 მოგვიგო.
გელა
05 აგვისტო 2022 09:35
0
ლეხმა კი არ გამოიღვიძა ბათუმის სისუტე გამოჩნდა
Nika
05 აგვისტო 2022 11:56
0
გეთანხმები, მაინცდამაინც ბათუმთან მოუნდათ გამოღვიძება და საუკეთესო თამაშის ჩატარება!
Irakli
05 აგვისტო 2022 11:36
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული