ტრანსფერი დადასტურდა! - ლოჩოშვილი "ვერონას" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
ავტრიული "ვოლფსბერგერის" პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ კლუბის 24 წლის ქართველი მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვერონაში" გადადის.

როგორც მან აღნიშნა, იტალიურმა კლუბმა მშვენიერი ფინანსური წინადადება შესთავაზა და უარის თქმა არ შეეძლოთ.

ამასთან ერთად, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ.

ახლა რიგლერი იმედოვნებს, რომ ლოჩოშვილი კლუბში მცირე დროით კიდევ გაჩერდება, გუნდს კონფერენს ლიგაზე "გზირასთან" მატჩში დაეხმარება და მხოლოდ ამის შემდეგ წავა "ვერონაში".

გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელები ქართველი მცველის სანაცვლოდ 1,6 მილიონ ევროს
იხდიან.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ამიტომ უნდა წახვიდეთ ბიძიკოებო ევროპაში და არა რუსეთში. წარმატებები ლუკას, 18 წლიდან ვუყურებთ ამ ბიჭს და მუდმივად იზრდება და იზრდება , კარგია კიდევ უკეთეს გუნდში გელით მომავალში.
la masia
05 აგვისტო 2022 10:45
1
უცნაური ამბავია.თან ძალიან უცნაური ჩვენთვის.კაცი რომელსაც ავტრიის ბუნდესლიგის კარგ გუნდში ორი წელია თითქმის ტრავმის გარეშე თამაშობს და შეუცვლელი ფეხბურთელია და ახლა სერია ა-ში გადადის ნაკრებში სულ ორჯერ აქვს ნათამაშევი.მაშინ როდესაც დვალი რომელსაც 2 წელი იქნება ფერენცვაროშის ძირითადში არ უთამაშია სულ გამოძახებულია ნაკრებში და სისტემატურად თამაშობს.რა ლოგიკაა ამაში ვინმე თუ ხვდებით???????
Master
05 აგვისტო 2022 14:46
2
ვიმედოვნებ მასე აღარ მოხდება და თუნდაც მომავალი 10-12 წელი უმაღლესი კლასის მცველი გვეყოლება. ესე თუ გაგრძელდა მალე ტოპ ლიგებში(დამატებით საკმაოდ ძლიერ ლიგებშიც) ბევრი ფეხბურთელი გვეყოლება. თან ამ ფეხბურთელებს ჩემი აზრით უფრო მეტი შეუძლიათ ვიდრე იმ თაობას რომლთა დიდი ნაწილი ტოპ ჩემპიონატებში და საკმაოდ ძლიერ გუნდებში თამაშობდა. ისე კი ვოცნებობ ისეთ დროს მოვესწრო(მინიმუმ) როცა ქართული გუნდები თუნდაც ვერონადან და სხვა მსგავსი დონის გუნდებისგან 2-3
მილიონად და უფრო მაღალ ფასად ფეხბირთელებს იყიდის.
აკო
05 აგვისტო 2022 15:29
0
კარგი სიახლეა ამ ასაკში უკვე სერიაას გუნდში მოხვედრა თან ლუკას უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ევროტურნირებზე ნათამაშები აქვს და ნამდვილად მიიღებს სათამაშო დროს. ძაან მწყდება გული კიტეიშვილზე რომ არაა ტრამვები დარწმუნებული ვარ დღეს კიტეიშვილის ტრანსფერზეც იქნებოდა ლაპარაკი ტოპ ლიგის რომელიმე კარგ გუნდში.
ზურა
05 აგვისტო 2022 11:19
1
ეს რომ რუსეთში ყუოფილიყო კვირკველიასავით 16 მილიონს მოითხოვდნენ
gio
05 აგვისტო 2022 11:11
2
ძალიან მაგარი ამბავია,წარმატებები!!!! მაგარი თაობაა, დროა ნაკრებმა რაღაცას მიაღწიოს!!!
!!!
05 აგვისტო 2022 13:05
0
წარმატებები ლუკას!!! და საქართველოს ნაკრებს...
tngh
05 აგვისტო 2022 12:32
1
ზუსტად დროული იყო ნაკრებისთვის ეს ტრანსფერი. კაშო ალბათ ერთ წელს გაქაჩავს კიდევ მაქსიმუმ მაღალ დონეზე(ასაკი თავისას შვება) წარმატებები ყველა ქართველს
fera
05 აგვისტო 2022 15:23
0
აბაა რააა გენაცვალე! დიდი ნაბიჯია კარიერაში, წარმატებები ლუკას! სერია A უფრო და უფრო საინტერესო ხდებაა!
ირაკლი
05 აგვისტო 2022 15:11
0
მოგილოცავ, საქართველო!!! ეს სამი და სხვა მრავალი!!! წარმატებები ლუკას!!!
N
05 აგვისტო 2022 14:13
0
წარმატებები ლუკას.
status quo
05 აგვისტო 2022 12:24
0

სიახლეები პოპულარული