
Geo Team-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს ნაკრების 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" გადავიდა.
"შეთანხმების შემდეგ. ფოტოზე: მამუკა ჯუღელი, მარკო მარინი, მამუკა ჯუღელის შვილი და ირაკლი აზაროვი", - წერს Geo Team-ი.
ბელგრადულ კლუბს ჯერ ტრანსფერი არ დაუდასტურებია.
"დინამო" ტრანსფერში 300 000 ევროს და ასევე, მისი შემდგომი გაყიდვიდან თანხის 20%-ს მიიღებს.
"ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "პიუნიკი" 5:0 დაამარცხა და მომავალ სეზონში მინიმუმ ევროპის ლიგაზე თამაში გაინაღდა.
კობიაშვილმა ოდესღაც უარი თქვა გაზპრომის რეკლამით მაისურზე. შალკეში მგონი თუ კარგად მახსოვს