"ხვიჩას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ... " - ნაპოლის კაპიტანი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანმა და იტალიის ნაკრების მცველმა ჯოვანი დი ლორენცომ ადგილობრივ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"ვიცით, რომ სერია A-ს ფავორიტებად არ ვითვლებით, თუმცა ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს. ჩემი აზრით, ძლიერი გუნდი ვართ და ამ სეზონში გულშემატკივრებს სიურპრიზს შევთავაზებთ. მართალია კლუბის ლიდერებმა დაგვტოვეს, მაგრამ შევსებაც მივიღეთ. ხვიჩას შესახებ არაფერი ვიცოდი, ამიტომ მის ვიდეოებს ვუყურე და მივხვდი რა დონის მოთამაშესთან გვაქვს საქმე. ამხანაგურ მატჩებში დაგვანახა, თუ რატომ აკეთებს "ნაპოლი" მასზე აქცენტს, ნამდვილად გამორჩეული მოთამაშეა" - აღნიშნა
დი ლორენცომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას დღეს "ესპანიოლის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"გაუძელი, არასდროს დანებდე! რომ ჩამოვალ, აუცილებლად..." - ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს მიმართა [VIDEO]

alt"ომის გამო არ მეშინოდა, მაგრამ... თუ სპალეტი ამ მისიას მე დამაკისრებს, ბედნიერი ვიქნები" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

alt"სიომინმა დამირეკა და ხვიჩაზე მეკითხება... როდესაც ის პირველად დავინახე..." - ზაზა ჯანაშიამ რუსულ პრესასთან კვარაცხელიაზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ისე თითქოს თანაგუნდელებს შურთ მისი, პასებს იშვიათად აძლევენ და მარჯვენა ფლანგზე უფრო ტვირთავენ შეტევებს, ეს კი უკვე არაგუნდურობაა და ნაპოლი ვერაფერს მიაღწევს ასე, თუ არ გამოასწორეს და არ შექმნეს ერთიანი გუნდურობა, როგორც ოჯახი ისე უნდა იყვნენ ერთად.
ვალერიან მაისურაძე
13:21 07-08-2022
0
https://www.youtube.com/watch?v=GodDLz-H008
nika
21:08 06-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული