"კანკავამ დაინახა ბერძნები ქართველებზე იწევდნენ და ტრიბუნაზე ამოხტა" - ჯაბას ღირსეული საქციელი პირეოსში

AutoSharing Option
4 აგვისტოს ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2–ფინალურ მატჩში "სლოვანმა" გასვლაზე "ოლიმპიაკოსთან" 1:1 ითამაშა.

როგორც იცით, ბრატისლავურ გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. პირეოსში მყოფი ქართველი მარი სარდლიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მატჩზე თავის შვილთან ერთად სწორედ ქართველების გამო წავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. სარდლიშვილი ჯაბა კანკავას ბრწყინვალე საქციელზეც წერს, პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ფეხბურთის ფანი გავხდი ჩემი შვილიდან გამომდინარე…. წავედით "ოლიმპიაკოსი" - "სლოვანის" თამაშზე, ყველაზე დიდ სტიმულს გვაძლევდა ის, რომ სლოვაკეთის გუნდში კანკავა, კაშია და ჩაკვეტაძე
თამაშობდნენ.

დაიწყო თამაში და ავაფრიალეთ ქართული დროშა, "ოლიმპიაკოსის" ფანები გაოცებულები გვიყურებდნენ, თუმცა ხვდებოდნენ რომ მათ მხარეს ვიყავით, მაგრამ ქართველების მხარეს უფრო. თამაშის დასასრულს ჯაბა კანკავამ ქართული დროშა რომ დაინახა ჩვენსკენ წამოვიდა, მაისური მოგვცა და აი, მანდ დაიწყო ……

"ოლიმპიაკოსის" ფანები დაიძრნენ ჩვენკენ და ატყდა ზრდილობიანი ფრაზები ჯაბას გემრიელი ქართულით "ზრდილობიანი" ფრაზებიც მიიღეს და ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან.

მადლობა მას მხარში დგომისთვის…ჩვენ გველოდებიან როდის გავალთ რომ ალექსას დააყარონ. არც ჩვენ დაგვინდობდნენ მგონია, იმდენად მეძინებოდა თავი სიზმარში მეგონა და ძაან მეცინებოდა.

ბოლოს დაცვამ და პოლიციამ გამოგვაცილა და მოვედით მშვიდობით…:) Aleqsandre Kvaliashvili რა გინდოდა რას იწვევდი ამხელა სტადიონსს? ვინ გაპატიებდა. ხო ბოლოს ამ პარკში ჩაგვიდეს კანკავას მაისური რომ თავს არ დაგვსხმოდნენ გზაში, თუმცა გზად მაინც გადავიღეთ ფოტოები და არ გვაინტერესებდა არც "ოლიმპიაკოსი" და არც სლოვაკეთი…

ჩვენ ჩვენი ქართველები გვაინტერესებდა, ფეხბურთსაც მაგათ გამო ვუყურე დღეს. აი, ჯაბა კანკავას გულანთებულ ქართველობაზე და ჩვენს გვერდში დგომაზე ცალკე უნდა დაიწეროს, სტადიონიდან როგორ გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ ჩვენსკენ…. ძლივს გაიყვანეს სტადიონიდან და ყველაზე მაგარი იცით რა არის? როდესაც ქართველი ქართველს უდგას გვერდით, იცავს და არ აინტერესებს წინ რამდენი ადამიანი უდგას…..ქართველებო გვიყვარდეს ერთმანეთი მთელი გულით, ისე როგორც დღეს დავინახე ქართველების სიყვარული", - წერს სარდლიშვილი.
მკითხველის კომენტარები / 27 /
რა გახდა ერᲗი ნორმალური გაცილება.
გოჩა
09:44 07-08-2022
0
ნაღდი ქართველი!
კახაბერი
07:01 07-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული