Geo Team-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვოლფსბურგიდან" "კრემონეზეში" გადადის:
"ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, "ვერონა" ლუკა ლოჩოშვილს უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობდა, თუმცა სათამაშო დროის გარანტიის მიღების შემდეგ, ლუკა ლოჩოშვილმა "კრემონეზეში" გადასვლა ამჯობინა.
ფეხბურთელი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის".
ლუკა დღეს "ლასკთან" ავსტრიის ბუნდესლიგის მესამე ტურის მატჩში "ვოლფსბურგის" განაცხადში არ იყო.