კასტელ დი სანგროში „ნაპოლისა“ და „ესპანიოლის“ ამხანაგური მატჩი 0:0 დასრულდა.
მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში დააყენა, ის აქტიური იყო და 42-ე წუთზე კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ გატანა მეკარემ არ დაანება. ის 68-ე წუთზე შეცვალეს.
ამით ნეაპოლურმა გუნდმა წინასასეზონო შეკრება დაასრულა და 15 აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში სტუმრად „ვერონას“ დაუპირისპირდება. თუმცა, ასეთი თამაშით მომავალ სეზონში წარმატების მიღწევა გაუჭირდება.
ერთ თამაშში არ გაუტანია გოლი და გამოხტნენ ჩასაფრებული ყოვლისმცოდნეები :)
მომდევნოზე რომ გაიტანს ისევ აღტყინდებით თუ მორიგ უგოლო მატჩს დაელოდებით სიტყვით გამოსასველად?...
პ.ს 6 თამაშში 4 გოლი და 2 ასისტი ცნობისთვის, პლიუს ლამაზი თამაში :)