ვინ შეასრულებს თერთმეტმეტრიანებს "კვარა" თუ ოსიმენი? - ნეაპოლური გამოცემის ვრცელი ანალიზი

AutoSharing Option
ნეაპოლური გამოცემა napolicalciolive.com "ნაპოლის" ახალ პენალტისტზე წერს და ორ მთავარ კანდიდატზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე საუბრობს.

"მას შემდეგ, რაც ლორენცო ინსინიემ და დრის მერტენსმა კლუბი დატოვეს სტანდარტულებსა და  თერთმეტმეტრიანებს "კვარა" ან ოსიმენი შეასრულებენ. გუნდს წლების განმავლობაში მხოლოდ ერთი პენალტისტი ჰყავდა და ის გუნდის კაპიტანი იყო. კლუბის თავკაცი ლუჩიანო სპალეტი იტალიელს ბოლომდე ენდობოდა და ლორენცომ "ლურჯების" მაისურით უკანასაკნელ ჩატარებულ მატჩში სწორედ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.

დიმაროსა და კასტელ დი სანგროში გამართულ მატჩებში, რამდენიმე ფეხბურთელმა სტანდარტულების შესრულება სცადა, მაგალითად, ახალგაზრდა ფორვარდმა ჯუზეპე
ამბროსინომ, თუმცა მდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამჟამად, განიხილება ორი კანდიდატი, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. ეს უკანასკნელი ნიგერიის ნაკრებში პენალტების შემსრულებელია. რაც შეეხება ხვიჩას, მან "ჟირონასთან" გამართულ მატჩში აჩვენა, რომ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ძალიან ცივსისხლიანია. ფავორიტი ოსიმენია, რადგან "მალიორკასთან" ორივე მოთამაშე მოედანზე იყო, თუმცა პენალტი ოსიმენმა შეასრულა და ცხრიანმა გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს, ხვიჩას აქვს სათანადო მონაცემები და შესაძლოა, უახლოეს მომავალში სტანდარტულების მთავარი შემსრულებელი გახდეს".

შეგახსენებთ, ხვიჩას დებიუტი ზუსტად 1 კვირაში, "ვერონას" წინააღმდეგ შედგება.

alt"კვარაცხელია მომწონს, მაგრამ უფრო კონკრეტული უნდა იყოს" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

alt"გაუძელი, არასდროს დანებდე! რომ ჩამოვალ, აუცილებლად..." - ხვიჩა კვარაცხელიამ გუდაურში დაღუპული მაშველის, კახა ტორჩინავას შვილს მიმართა [VIDEO]

alt"ხვიჩა კვარაცხელიას მოუწევს 77 ნომერს ტაბუ მოხსნას..." - იტალიური მედია ხვიჩას ვრცელ სტატიას უძღვნის


 




 

მკითხველის კომენტარები / 13 /
არ იქნება სწორი, რომ პენალტი ხვიჩას დაარტყმევინონ. ჯერ ერთი ოფოციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. რომ ვერ გაიტანოს, შეიძლება ხვიჩაზე ამან ცუდად იმოქმედოს. დააცადონ, ადგილი მყარად დაიმკვიდროს.
ქიტესა
11:43 09-08-2022
2
არც მასეა საქმე რომ ამბობენ ნაპოლი სუსტი გუნდიაო, ყველა ამხანაგურ თამაშს ვუყურე და ყველა მეტოქე დაცვაში იჯდა,თან სხვადასხა ტაქტიკები იცვლებოდა.დაიწყება სერია ა და მიხვდებით რომ ნაპოლი იტალიის 4 საუკეთესო გუნდის სტატუსს იმსახურებს! ლაილიგის გუნდები კი დაცვით ფეხბურთს უფრო თამაშობენ რაცარუნდა გასაკვირი იყოს!
ბაში აჩუკი
10:35 09-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული