"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

AutoSharing Option
Mozzart Sport-თან ინტერვიუში ბათუმის "დინამოს" ყოფილმა ფორვარდმა სტეფან დენკოვიჩმა ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა.

მონტენეგროელი სერბი 2022 წლის იანვარში აღმოჩნდა ზღვისპირულ გუნდში, მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და კლუბ "დეჩიჩში" ჩაირიცხა. 

"ვისთან ერთადაც მითამაშია, ირაკლი აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია. არამარტო - შესაძლოა, ის ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის, ვინც კი ჩემი თვალით მინახავს.

მას დიდებული ტექნიკა და სისწრაფე აქვს. აზაროვი ძალიან მოქნილია, რაც მისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

ბოლო დროს მან ძალიან მოუმატა. დამიჯერეთ, თუ ის განვითარებას გააგრძელებს, "ცრვენა
ზვეზდა" მალე მას წამყვანი 5 ევროპული ჩემპიონატიდან ერთ-ერთ გუნდში გაყიდის".

გამოცემამ აზაროვი სერბ მცველ ფილიპ მლადენოვიჩს შეადარა, რომელიც წარსულში სწორედ "ცრვენა ზვეზდას" მაისურს ირგებდა და მისი მოვალეობაც შედეგიანი გადაცემების გაკეთება იყო.

"იმედია, სერბი გულშემატკივარი არ მიწყენს, მაგრამ ჩემთვის აზაროვი უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია, ვიდრე მლადენოვიჩი. ირაკლი რეგულარურად ხვდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მას მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ენდობა.

აზაროვმა იცის, რომ ეს მისი კარიერისთვის წინსვლის შესანიშნავი შანსია. "ცრვენა ზვეზდა" კლასით მაღლა დგას, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართული გუნდებიც არ არიან ისეთი სუსტები, როგორც ჩანს. გაკვირვებული დარჩებით, თუ ნახავთ, თუ რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს იქ", - ამბობს დენკოვიჩი.
მკითხველის კომენტარები / 12 /
Cota temas gadavuxvev da davitashvilze da lochoshvilze chamichumi agar ismis ra xdeba daiwko italiis da safrangetis chempionatebi????????
Givi
19:07 09-08-2022
2
ეს სტატია იაგო ხვიჩიას წააკითხეთ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი აღვადგინოთო რომ წამოროშა, აქ იმდენი ტალანტია, რაში გვჭირდება სხვებთან ასიმილაცია, მთავარი ფულია, რომელი ფულიც ქართველ ბიზნესმენებს არ ემეტებათ.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული