მონტენეგროელი სერბი 2022 წლის იანვარში აღმოჩნდა ზღვისპირულ გუნდში, მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და კლუბ "დეჩიჩში" ჩაირიცხა.
"ვისთან ერთადაც მითამაშია, ირაკლი აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია. არამარტო - შესაძლოა, ის ერთ-ერთი საუკეთესოც კი არის, ვინც კი ჩემი თვალით მინახავს.
მას დიდებული ტექნიკა და სისწრაფე აქვს. აზაროვი ძალიან მოქნილია, რაც მისთვის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.
ბოლო დროს მან ძალიან მოუმატა. დამიჯერეთ, თუ ის განვითარებას გააგრძელებს, "ცრვენა
გამოცემამ აზაროვი სერბ მცველ ფილიპ მლადენოვიჩს შეადარა, რომელიც წარსულში სწორედ "ცრვენა ზვეზდას" მაისურს ირგებდა და მისი მოვალეობაც შედეგიანი გადაცემების გაკეთება იყო.
"იმედია, სერბი გულშემატკივარი არ მიწყენს, მაგრამ ჩემთვის აზაროვი უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელია, ვიდრე მლადენოვიჩი. ირაკლი რეგულარურად ხვდება საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და მას მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ენდობა.
აზაროვმა იცის, რომ ეს მისი კარიერისთვის წინსვლის შესანიშნავი შანსია. "ცრვენა ზვეზდა" კლასით მაღლა დგას, მაგრამ იცოდეთ, რომ ქართული გუნდებიც არ არიან ისეთი სუსტები, როგორც ჩანს. გაკვირვებული დარჩებით, თუ ნახავთ, თუ რამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს იქ", - ამბობს დენკოვიჩი.