"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
თურქეთში არ გამოვიდა რამდენი დაიწერა მაგაზე
ულვაშებიანი ქათამი
09 აგვისტო 2022 16:08
9
იმიტომ არ გამოვიდა, რომ დინამომ ჩაშალა ტრანსფერი - თანხა ეცოტავათ. ასე არ იყო?
კირკიტა
09 აგვისტო 2022 17:34
7
გამოხტნენ ისევ ყოვლისმცოდნენი...არაჩასაფრებულთათვის კი ვიტყვი...აზაროვის საბაზრო ღირებულება არის მილიონ ორასი ათასი ევრო...ცრვენა ზვეზდა მილიონზე მეტს არ გადაიხდიდა...შეეძლო ბათუმს მოეთხოვა და დავუშვათ მიეღო ეს თანხა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ იარსებებდა ხელშეკრულების ის პუნქტი 20 პროცენტის თაობაზე შემდგომი ტრანსფერიდან...ბათუმმა გარისკა და ჩემის აზრით მოიქცა სწორად...სერბული კლუბი ყოველთვის იყო და არის ახალგაზრდა ვარსკვლავების სამჭედლო...ამ კლუბს გამადიდებელი შუშით აკვირდებიან აგენტები მთელი ევროპიდან...თუ გაყიდეს სერბებმა აზაროვი დავუშვათ ხუთ მილიონად, აქედან მილიონი ეკუთვნის ბათუმს...ანუ საერთო ჯამში მიიღებს მილიონ სამასი ათასს...აზაროვის ტალანტიდან გამომდინარე 5-10 მილიონი იქნება ის მინიმუმი რა ფასადაც სერბები მას გაყიდიან...დავუშვათ და თუ გაყიდეს 15 მილიონად, რაც ამ კლუბისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ ბათუმს შეხვდება სამი მილიონი...მოკლედ, ბათუმელებმა მომავალზე დადეს ფსონი და ჩემი აზრით მოიქცნენ სწორად.
ქუთაისი
09 აგვისტო 2022 15:43
13
არ გეთანხმები,5 მილიონად რატომ ფიქრობ რომ გაიყიდება?მაგ თანხა მაღალი დონის მცველები ღირს და თუ 3 მილიონად გაყიდეს რამდენი ხვდება ბათუმს?მნიშვნელოვანი ის კი არაა ვინ დაწერა, მნიშვნელოვანია რა დაწერა, ამ შემთხვევაში გოცირიძე მართალია და ვაღიაროთ, 300 000 არის იგივე ჩუქება აზაროვში
Georgian
09 აგვისტო 2022 17:55
10
რატო თვლით რომ იაფად გადავიდა?? 4-5 თვეში კონტრაქტი უმთავრდებოდა და უფასოდ წავიდოდა, ესეთ დროს ფეხბურთელის ფასი ძალიან ეცემა.. თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ ამ 300 ათასს 20% ემატება შემდეგი ტრანსფერიდან საერთოდ არარის იაფი..
Gio
09 აგვისტო 2022 15:29
3
ეს სპორტში მაგრად ერკვევა, ეს ის არ არის ტოჩინოშვილს რომ ეძახდა ტოჩინოშინს?! :-)
საქართველო
09 აგვისტო 2022 15:26
8
არ ეგ ისაა კუპონების მაქინაციაში რომ ივაჟკაცა და დღემდე თავს, რომ გვაყვედრის.
ქუთაისი
09 აგვისტო 2022 18:30
1
და ამ შემთხვევაში სანაია რატომაა ჩუმათ?
პლეხანოვზე გაზრდილი
09 აგვისტო 2022 15:25
10
აზაროვი თუ სად და რომელ კლუბში გადავიდა და მომავალში გადავა, არ არის ქუჩის ჭორიკნის და კარიკატურული პარლამენტარის , ზედმეტსახელად “კუპონას” საქმე!
გიორგი
09 აგვისტო 2022 15:23
24
სიმართლე თქვა,მე სხვა მადარდებს,ამდენი გაუნათლებელი ხეპრე და უვიცი ვითომ ექსპერტები საიდან,ეს ხიმ სპორტული გაზეთია,კაცმა თქვა თავისი აზრი მერე რა მოხდა,ხომ არ უთქვია შედი ქალო კუხნაშიო,
ტიგრანა
09 აგვისტო 2022 15:07
40
გოცირიძის ნათქვამი სიმართლეც ისეთივე სიმართლეა როგორც კონფუცის :))))
პ.ს ყველაზე სამწუხარო ისაა ამ ამბავში გოცირიძეს რო უჩნდება კითხვა და სპორტულ ჟურნალისტებს არა ;)
Rezz
09 აგვისტო 2022 15:06
13
ეს ნაბ,,,, ნაცები რა ყველა ერთ თარგზე გამოჭრილები არიან @ კვარაცხელიაზე ვერაფერი გამოუვიდათ და ეხლა ამაზე გადაწყვიტეს პაწრიოწობანას თამაში @@
zura222
09 აგვისტო 2022 15:00
31
რაც მთავარია, ირაკლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გენაცვალე და წინსვლას გისურვებ, ბევრი გამარჯვება გვეზეიმოს ერთად.
უცებ ნუ გავბლატავდებით. მთავარია წინ ვიაროთ. მეგობარი წერდა რამოდენიმე ხნის უკან, რომ გარკვეულ ასაკამდე უფასო იყოს ფეხბურთზე სიარული. ვეთანხმები 100%-ით. მერე ნახეთ რამდენი ქართველი ტალანტი იქნება. ,,უკეთესი, უკეთესი!,, ))
100%
09 აგვისტო 2022 14:51
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული