"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება..." - რომან გოცირიძე აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს ეხმაურება

AutoSharing Option
"ნაციონალური მოძრაობიდან" საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და წერს:

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი, 20 წლის ირაკლი აზაროვი, ბელგრადის "ცრვენა ზვეზდაში" ბათუმის "დინამოს" მიერ 300 ათას ევროდ იქნა გაყიდული.

"ეს არის სირცხვილი, თუ ამის უკან რაიმე სერბულ-ქართული მაქინაცია არ იმალება. თავი შეიძლება იმით იმართლონ, რომ მომავალში თუ სერბული კლუბი მეტ ფასად გაყიდის, მისი 20 პროცენტი "ბათუმს" დარჩება.

დიდი არაფერი შვებაა ეს, თანაც მომავალში რა მოხდება, არავინ იცის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
ამ სამასი ათასიდან ფული თბილისის "დინამოსაც" ეკუთვნის, საერთოდ გაუჩუქებიათ და ესაა. "ტრაბზონში" გადასულიყო, არ სჯობდა? გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა და თურქული ლიგა ხომ ერთი თავით მაღლაა სერბულზე", - წერს გოცირიძე.

alt"აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთანაც მითამაშია" - სერბი ნახევარმცველი

მკითხველის კომენტარები / 70 /
ყველგან,ყველაფერში,ყველასთან შავსა და უარყოფითს ეძებს და ხედავს ეს არაპატივცემული კაცი.ამ ხნის მოყრილა და ავად დარჩენილა,შავსულა კაცია აშკარად...პოლიტიკურ ნარატივს თავი დაანებე,ენითაუწერლად უსამართლოვ და მაშინ დაინახავ,რომ ეგ გუნდი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი,ასე იყო წარსულში და ახლაც ასეა.მის რიგებში მოთამაშე ნიჭიერი ახალგაზრდები მუდამ იყვნენ დდი კლუბების ყურადღების ქვეშ და ასპარეზი ევროპის სტადიონებისკენ ღია ჰქონდათ...იმედია,ჩვენი უდავოდ უნიჭიერესი ირაკლიც ,ათ რიგებშ შეუერთდება.ხვიჩას გვერდით გვენახოს სულ მალე!
კოტე
09 აგვისტო 2022 14:47
10
ამ აბეზარას რო არ დაეპოსტა ვერც გავიგებდით ამ ამბავს?

ვანდა ნარა მოიკითხეთ.
ანდრი
09 აგვისტო 2022 14:44
16
კუპონა, ყველასა და ყველაფრის ფასი როგორ დაგისწავლია, კარგი ვაჭრუკანა რომ ხარ როგორ გეტყობა
------
09 აგვისტო 2022 14:40
20
სამარცხვინო,ზიზღ-ბოღმით სავსე კაცუნა....
მერაბი
09 აგვისტო 2022 14:30
30
ერთი წამით რო დავივიწყოთ რო კუპონაა და ნაცია
აი ერთი წამით?

რას ამბობს ტყუილს?
როგორც მინიმუმ, ეჭვი არავის გიჩნდებათ რომ რაღაცას მაიმუნიბენ ამ ტრანსფერზე?
გატუზო
09 აგვისტო 2022 14:29
21
აგერ, ბათუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სანსახურის უფროსმა,ბესო ჩიბურდანიძემ განაცხადა,ტრაპიზონში რომ ჩავედით,შეცვლილი პირობები დაგვახვედრეს და ნახევარი მილიონი შემოგვთავაზესო.შესაძლოა გოცირიძემაც ჩემსავით არ იცოდა,ამის შესახებ,მაგრამ ფაქტია,რომ ტყუილად დააბრალა სამარცხვინოობა.კაცი პოლიტიკოსობაზე თავს რომ დებს,ასე ჰაიჰარად,ყოველდღიურად არ უნდა ებმებოდეს თავისივე გადაგდებულ ბადეში.სადაც ვინმეს ბრალი დასდო,ყველგან ცრუ ბრალმდებელი გამოვიდა.სპორტშიც და პოლიტიკაშიც.
სოსო
09 აგვისტო 2022 17:03
5
ნაცია და შეუძლებელია ეს დავივიწყოთ!დავით გარეჯი უკაპიკოდ გააჩუქეს და ამაზე ამბობენ მაქინაციას?ვინმეს სჯერა,რომ მართლაც უკაპიკოდ გაყიდეს?
მაგ 300 000 გარდა,ბათუმს,მომდევნო ტრანსფერიდან 20% რჩება,ყოფილი იუგოსლავიიდან ტოპლიგებში თითქმის არავინ იყიდება 5 მილიონზე ნაკლებად.ირაკლი მაგ ქვეყნის პასპორტით რომ თამაშობდეს,უკვე ახლავე ეღირებოდა 5-8 მილიონი.რასაც ერთ წელიწადში მოუმატებს,ის კიდევ სხვაა.ასე რომ ბათუმის დინამო,ასე უფრო მეტ თანხას მიიღებს მომდევნო ტრანსფერიდან,ვიდრე ტრაპიზონის 1 მილიონია.თან ტრაპიზონში რომ წასულიყო,ბათუმს ვერ დაეხმარებოდა და გუნდი ძალიან დასუსუტდებოდა.ეს,აუცილებლად გასათვალისწინებელია.მართალია ბათუმს არ გაუმართლა,მაგრამ ირაკლის, ეს არ უნდა დავუკარგოთ.ჩვენია და ჩვენსას დაეხმარა.ამიტომაც მიყვარს,ირაკლი აზაროვი და უდიდეს წარმატებებს ვუსურვებ.ასევე წარმატებებს ვუსურვებ,ზურიკოსაც.იმედია ძირითადში ითამაშებს და სანაკრებოდ საუკეთესო ფორმაში გვეყოლება.
სოსო
09 აგვისტო 2022 15:36
12
მიუხედავად იმისა რომ კუპონიჩას მიმართ სიმპათიები არ მაქვს,აქ ნაღდად მართალია-ნაკრების ერთერთი მომავალი ვარსკვლავი თხასავით გაყიდეს?ეს ან მაგარი ღორობაა ან მაფიოზის!
ლუკა
09 აგვისტო 2022 14:27
18
რაო კუპონიჩ, ფეხბურთშიც ექსპრტობაზე დებ თავს? "მოღვაწეობის" სფეროს ზრდი ალბათ
მიხო
09 აგვისტო 2022 14:18
27
ყველაზე დიდი სირცხვილი ის არის, რომ ამ აშკარა მაქინაციაზე გოცირიძის პირით ვგებულობთ და არა სპორტული ჟურნალისტების! ეჰ, გადავეშვით ისევ ღრმა ჭაობში...
გიო
09 აგვისტო 2022 14:34
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული