ბუდუ ზივზივაძე შეიძლება "ყარაბაღში" გადავიდეს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ბუდუ ზივზივაძეს "ფეჰერვარში" სასტარტოში არ აყენებენ, ამ სეზონში ყველა ტურნირზე 5 მატჩში უკვე 4 გოლი გაიტანა და მაინც გასხვისებას უპირებენ.

azerisport-ი იტყობინება, რომ უნგრულმა კლუბმა ქართველი "ყარაბაღს" შესთავაზა, თუმცა ჯერ მოლაპარაკებები არ დაწყებულა. ისიც უცნობია, დაინტერესებულია თუ არა ტრანსფერით აზერბაიჯანის ჩემპიონი.

"ყარაბაღი" ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბაქოში "ფერენცვაროშს" დაუზავდა (1:1), საპასუხო შეხვედრა კი დღეს გაიმართება.

ზივზივაძე "ფეჰერვარში" 2020 წელს "მეზეკოვეშდიდან" გადავიდა; გასულ სეზონში "უიპეშტში" იჯარით გაუშვეს, რომლის რიგებში 12 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ბუდუს
სეკეშფეჰერვარულ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ესღა გვაკლდა ახლა!
N
10 აგვისტო 2022 22:32
0
ქართველისათვის კისამწუხაროდ.
დ-ს
10 აგვისტო 2022 19:46
0
ჩერჩესოვი უჩალიჩებს უეჭველი!
ზურა
09 აგვისტო 2022 22:57
5
ჩერჩესოვს ისეთს უჩალიჩებს ამ წუთებში ყარაბახი, რომ ზივზივაძე არ ვიცი, მარა დვალი კი უნდა ახსენდებოდეს წესით.DDდდდდდდდდ
ტტტ
09 აგვისტო 2022 23:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული