ოფიციალურად - ლოჩოშვილი "კრემონეზეს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვოლფსბერგერიდან" "კრემონეზეში" გადავიდა, - ამის შესახებ იტალიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.

"კრემონეზემ", რომელიც ამ სეზონში აღზევდა სერია A-ში, ქართველს კონტრაქტი გაუფორმა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კრემონეზეს" ტრანსფერი 1.6 მილიონი ევრო დაუჯდა.

კრემონული გუნდი 14 აგვისტოს, პირველ ტურში "ფიორენტინას" ფლორენციაში შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 30 /
როგორ ვგულშემატკივრობ ამ ბიჭს, თავმდაბალი,შრომისმოყვარე,ყოჩაღ! ესეც მესამე ჩვენებური ტოპ-ლიგაში.ნელ-ნელა ვიქოქებით, მადა ჭამაში მოდისო ნათქვამია და არიქა.
იმედია გაგრძელდება ტენდენცია...
ქობულეთიდან
17:58 11-08-2022
0
ააა კაციი!! ზედმეტი აჯიოტაჟის, ბაქი ბუქისა და ათასი რჯულის აგენტის გარეშე მიაღწია სერია ა-მდე.დარწმუნებული ვარ ამ გუნდშიც გაქაჩავს და რომელიმე იტალიურ ტოპ გუნდში მაინც მოხვდება მინიმუმ...... კარგია, კარგიიიი
შულაია
12:10 11-08-2022
0

სიახლეები პოპულარული