საქართველოს ნაკრების 24 წლის ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი "ვოლფსბერგერიდან" "კრემონეზეში" გადავიდა, - ამის შესახებ იტალიური კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
"კრემონეზემ", რომელიც ამ სეზონში აღზევდა სერია A-ში, ქართველს კონტრაქტი გაუფორმა.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "კრემონეზეს" ტრანსფერი 1.6 მილიონი ევრო დაუჯდა.
კრემონული გუნდი 14 აგვისტოს, პირველ ტურში "ფიორენტინას" ფლორენციაში შეხვდება.