დღეს მამარდაშვილი და გატუზო იწყებენ - 2 ქართველით იტალიაში

AutoSharing Option
უქმეებამდე დრო მართლაც აღარ ითმენდა. ესპანური "ლა ლიგა" ხომ დაიწყო და იტალიის სერია "ა"-ში 2 წარმომადგენლით ვბრუნდებით. კახა კალაძეს ამ ლიგაში 246 მატჩი აქვს ჩატარებული. "მილანში" ტიტულოვანმა მცველმა კარიერის ბოლო ნაწილი "ჯენოაში" გაატარა. ლევან მჭედლიძე ("ემპოლისა" და "პალერმოში") ბევრს ვერ თამაშობდა, თუმცა ბუფონის კარი გამარჯვების გოლით (ამ რანგის "ჯიჯისთვის" კალაძესაც გაუტანია) აუღია და "მილანიც" დაუმწუხრებია...

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიას სადებიუტო შეხვედრის მიმართ მოლოდინი დიდია, თუმცა ისე მოხდა, რომ "ნაპოლი" თითქმის ყველაზე ბოლოს (ტურს "იუვენტუსი" - "სასუოლო" დახურავს) მე-3 სათამაშო დღეს, ორშაბათს იასპარეზებს.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა გარკვეული სუსტი წერტილები მაინც შეინიშნება. "ნაპოლიმ" გამოცდილი მეკარე, 35 წლის სალვატორე სირიგუ შეიძინა და აქ კეილორ ნავასსაც ელოდებიან. კულიბალის სათანადო შეცვლა სამხრეთკორეელ ცენტრალურ მცველ მინ-ჯი კიმს ჯერ უნდა გაუჭირდეს, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ახალ გუნდში მშვენივრად დაიწყო და ინსინიე/მერტესნსის წასვლით გამოწვეული სიცარიელის შესავსებად ყველაფერს გააკეთებს. ქართველი გარემარბი მუდმივად ბურთისა და შეტევის გამწვავების მოლოდინშია და უარს არც ართმევაზე თამაშზე ამბობს. გვჯერა, ხვიჩას შესაძლებლობებისა და ფსიქოლოგიური მდგრადობის ფეხბურთელი სასტარტო ტურიდან აქტიურად დაიწყებს - ის "ნაპოლიში" გამორჩეული უნდა იყოს!

ნეაპოლელები ჩემპიონატს "ვერონასთან" სტუმრობით იწყებენ, ამ გუნდის უკვე ექსლიდერი ჯოვანი სიმსონე კი სწორედ სპალეტის გუნდში ითამაშებს (ტრანსფერს გაოფიციალურება აკლია). "მარკ'ანტონიო ბენტოგოდიზე" ორშაბათს გასამართი დაპირისპირება თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი "კრემონეზეში" ახლახან ჩაირიცხა და პირველი ტურის განაცდხადშია. იმედია, ქართველი მცველი თავის დამკვიდრებას მარტივად შეძლებს. მათი უმთავრესი მიზანი მაინც ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრი უნდა იყოს, თუმცა, ვნახოთ. თეორიულად, იტალიის მთავარ ლიგაში თამაშის შანსი ამ გუნდის 17 წლის მცველს, დაჩი ლორთქიფანიძესაც აქვს.

"კრემონეზე" "ნაპოლიმდე" ზუსტად 24 საათით ადრე, დღეს, 14 აგვისტოს, 20:30 საათზე, "არტემიო ფრანკიზე" "ფიორენტინას" ესტუმრება, მათ მცველებს კი მადრიდის "რეალის" ექსფორვარდ ლუკა იოვიჩთან დაპირისპირება მოუწევთ...

Sportall.Ge

"ვალენსია" და მისი კიპერი გიორგი მამარდაშვილი კი "ლა ლიგის" 2022-23 წლების სეზონს "ჟირონას" მასპინძლობით იწყებენ. ჯენარო გატუზო ახალი ტაქტიკური სქემის ძიებაშია და "ღამურების" აშკარა ფავორიტად დასახელება გაგვიჭირდება, თანაც თუკი ახლადაღზევებული გუნდების სეზონით მონდომებით დაწყებას გავითვალისწინებთ, თუმცა "მესტალიაზე" თამაში სტუმრებს ყოველთვის უჭირთ.

ჟირონელებს 35 წლის ურუგვაელი, კრისტიან სტუანი ჰყავთ, რომელიც ისევ გუნდის ლიდერია. სეგუნდა დივიზიონის გასულ სეზონში მან 24 გოლი გაიტანა. მოსამზადებელ ეტაპზე "ჟირონა" ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" (1:3) დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველმა გარემარბმა პენალტი მოიპოვა და ზუსტადაც შეასრულა.

შეხვედრა დღეს, 14 აგვისტოს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ასე რომ, აგვისტოს ცხელ დღეებში განტვირთვის მშვენიერი საშუალება გვაქვს, ფეხბურთითა და ელიტურ ლიგებში ჩვენებურების რაოდენობის ზრდით უნდა გავიხაროთ, რომელიც ხარისხშიც აუცილებლად აისახება.

altოფიციალურად - ლოჩოშვილი "კრემონეზეს" ფეხბურთელია

alt"ვალენსია" "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველით გაძლიერდება

altჩვენი ფეხბურთელების მნიშვნელოვანი კარიერული პროგრესი - ამას ცოტა ხნის წინ ვერ წარმოვიდგენდით...

altროგორი გუნდია იტალიური "კრემონეზე", რომელსაც ლოჩოშვილს უკავშირებენ

მკითხველის კომენტარები / 8 /
რატომ უნდა იყო ესეთი ცუდი ადამიანი რომ წერ ვერაფერს ვერ გააკეთებს ნაპოლშიო რატომ რა დაგიშავა ასეთი შე ბოროტო ადამიანო პირიქით სტიმული მიეცი შე შურიანი არსება რამდენი კაცსა აგინებდნენ თავს არ გიტყდება .მიდი ძმაო ამ გაბოროტებული არსებებს არ უსმინო მიდი შებერე ღმერთმა ხელი მოგიმართოს
კაკაო
08:42 15-08-2022
0
… ნაპოლი ხვალ იწყებს!!!
დათო
11:06 14-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული