აზაროვის "ცრვენა ზვეზდასა" და რუსების ძმობისა და მეგობრობის ამბავი გრძელდება - ქართველის გუნდმა რუსების მიმართ სასიყვარულო სიტყვები კვლავ არ დაიშურა

AutoSharing Option
სერბული "ცრვენა ზვეზდა" რუსეთის მიმართ დიდი სიმპატიებით, რომ არის განწყობილი ეს ახალი ამბავი არ არის. ისიც ყველამ კარგად იცის, რომ ამ გუნდის სპონსორი "გაზპრომი" გახლავთ.

გუშინ Facebook-ზე ირაკლი აზაროვის გუნდმა პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეწერა - "სიყვარულით რუსეთიდან".

Sportall.Ge



ამ პოსტიდან რამდენიმე საათში "წითელმა ვარსკვლავმა" უკვე გვყაწყა, რომ 19 წლის რუსი ნახევარმცველი ეგორ პრუტსევი დაიმატა, რასაც შემდეგი სახის პოსტი მოაყოლა:

"რუსულ–სერბული მეგობრობა გრძელდება. ჩვენ გვყავს ახალი ფეხბურთელი რუსეთიდან, რომელიც უფრო მეტი ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება", – წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ივლისში სოჭში "ზენიტმა" და
"ცრვენა ზვეზდამ" ამხანაგური მატჩიც გამართეს, სადაც ასევე ძმობისა და მეგობრობის დიდი მტკიცება იყო.

სანქტპეტერბურგელთა გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა, რომელზეც ეწერა:

"რუსები და სერბები სამუდამოდ ძმები არიან".

რუსებს სიყვარულის მტკიცებაში არც სერბები ჩამორჩნენ და "ცრვენა ზვეზდას" გენერალურმა დირექტორმა ზვეზდან ტერზიჩმა შემდეგი თქვა:

"მიხარია რუსეთში ყოფნა, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა. რუსეთი ჩვენი უფროსი ძმაა. მოხარული ვართ, რომ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნების გულშემატკივრების სიამოვნებისთვისაა. "ზენიტი" და "ცრვენა ზვეზდა" ორი დიდი გუნდია და ისინი
თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან.

გვინდა ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შევძლებთ", - თქვა ტერზიჩმა. 

ინფორმაციისთვის, ტერზიჩმა რამდენიმე დღის წინაც განაცხადა, რომ ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის დროს "ზენიტი" და "ცრვენა ზვეზდა" მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

მან თქვა, რომ ისინი ძმები არიან და "ზენიტთან" თანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული.
მკითხველის კომენტარები / 21 /
ცუდ გუნდში გადასულა
0
ამერიკას რომ ჰქონდეს ჩვენი ტერიტორია აღიარებული სახელმწიფოდ, ჩვენც რუსეთის ძმები ვიქნებოდით.
უვიცი
00:57 13-08-2022
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული