სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 28-ე ტურში "ულსან ჰიუნდაი" "დაეგუს" დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 4:0 დაამარცხა.
მასპინძელთა რიგებში ვაკო ყაზაიშვილი მოედანზე მოედანზე 24-ე წუთზე ტრავმირებული ჩოი გი-იუნის ნაცვლად გამოჩნდა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა მეორე ტაიმის 51-ე წუთზე თანაგუნდელის კარგი გადაცემით ისარგებლა და მოწინააღმდეგის კარი თავური დარტყმით აიღო, ჩვენებურისთვის ეს გოლი K ლიგის მიმდინარე სეზონში მეექვსეა.
ამრიგად, "ულსანი" 55 ქულით გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობს, მეორე ადგილოსან "ჟონბუკს" 6 ქულიანი უპირატესობით ასწრებს, მომდევნო შეხვედრას კი 21 აგვისტოს, "გიმჩონ სანგმუს" წინააღმდეგ ჩაატარებს.