Спорт-Экспресс: მარტო კვარაცხელია ლიდერებს ვერ შეცვლის - სპალეტის გადააყენებენ

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესმა" სერია A-ს სტარტს წერილი მიუძღვნა, "ნაპოლის" შანსები პესიმისტურად შეაფასა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ამონარიდს:

"ტოპ 4-ში უეჭველი მოხვდება სამი კლუბი - "ინტერი", "მილანი" და "იუვენტუსი". "ნაპოლის" კი საჩემპიონო კვარტეტში "რომა" შეცვლის. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნეაპოლელებმა რიგი ლიდერები დაკარგეს, მარტო ხვიჩა კვარაცხელია ვერ შეძლებს ორ ლიდერთან, ლორენცო ინსინიესთან და დრის მერტენსთან განშორების კომპენსირებას. და მეორე: ლუჩანო სპალეტი გუნდთან მუშაობის იმ პერიოდთანაა ახლოს, როდესაც იდილიის ნაცვლად კრიზისი მოდის.

ვისიც საერთოდ არ მჯერა, ეს "ნაპოლია". სამხრეთელებმა ლორენცო ინსინიე, დრის
მერტენსი და კალიდუ კულიბალი დაკარგეს და ლუჩანო სპალეტიმ თავისი შანსი ხელიდან გასულ სეზონში გაუშვა. ამ სეზონში ტრადიციულად ჩავარდნა, გასახდელში კონფლიქტები და ვადამდე გადადგომა იქნება. ტოპ 4-ში ვაკანტურ ადგილს "რომა" დაიკავებს - თუ ჟოზე მოურინიო ჩემპიონთა ლიგაზე ახლაც ვერ გაიყვანს გუნდს, მაშინ პორტუგალიელის პენსიაზე გასვლის დრო მოვა".

მკითხველის კომენტარები / 12 /
Რუსებს შური და ბოღმა დაახრჩობთ!
Ზაზა
20:52 14-08-2022
0
რედაქციას! თხოვნა მექნება, რომ საარარაობეთში დაბეჭდილი ბოდვები არ გამოაქვეყნოთ.
ან, შექმენით ცალკე რუბრიკა "ბოღმანიუსი" და ასე შემდეგ.
ქართველი
12:56 14-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული