მამარდაშვილის "მშრალი მატჩი" - კაცნაკლულმა "ვალენსიამ" სეზონი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის პირველ ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ჟირონა“ 1:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კარში გიორგი მამარდაშვილი ჩააყენა, მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თამაში მთლად ლამაზი სანახავი არ იყო და მომენტები იშვიათად იქმნებოდა. პირველი ტაიმის დასასრულს საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ცოცხალ კედელში კატალონიელთა მცველ ვალერის ხელზე მოხვდა და „ღამურები“ პენალტით სოლერმა დააწინაურა.

52-ე წუთზე უხეშობისთვის მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით „ვალენსიას“ მცველი ერაი კომერტი გააძევა და მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა ბევრი მომენტი ვერ შექმნეს, მხოლოდ ერთხელ დაარტყა შორიდან ძლიერად ალეიშ ვიდალმა, რომელიც ქართველმა
მოიგერია.

21 აგვისტოს „ვალენსია“ გასვლაზე „ბილბაოს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“

ვალენსია - ჟირონა 1:0
გოლი: სოლერი (45+1, პენ)
გაძევება: კომერტი (52)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბრავო, ოპერატიულად მოიქეცით........
kaxa
23:32 14-08-2022
0
ველოდი სათაურს "ქართველი კანისარესი" ან მსგავსი სისულელეები როგორც იცით ხოლმე,"ქართველი მესი,პელე,მარადონა" და ა.შ. გამიკვირდა მოკრძალებულად რომ დაწერეთ.ესე გააგრძელეთ,თუ გინდათ ბიჭებს წარმატებული კარიერა ჰქონდეთ. ვულოცავ გიორფის პირველ მოგებას და "მშრალ" თამაშს.წარმატებები
საქართველო
23:49 14-08-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული