ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - კოდრო საავადმყოფოში გადაიყვანეს

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის მესამე ტურში ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარი" ბუდაპეშტში 0:4 დამარცხდა "ფერენცვაროშთან".

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა მიხაელ ბორისმა სასტარტოში კენან კოდრო დაყენა, რომელმაც თავი შეუძლოდ იგრძნო, შეცვლა მოითხოვა და მის ნაცვლად მოედანზე 35-ე წუთზე ქართველი შევიდა, როდესაც ანგარიში 1:0 იყო. ბუდუ კარგად ჩაერთო თამაშში. მან ერთხელ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, ორჯერ კი გატანა მეკარე დენეს დიბუშმა არ დაანება. "ფერენცვაროშმა" კიდევ სამი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ბორისმა განაცხადა, რომ შანსები ვერ გამოიყენეს, კოდროს მდგომარეობა კარგი არ იყო, გამოკვლევისთვის
საავადმყოფოში გადაიყვანეს და არ იცის, შეძლებს თუ არა ბოსნიელი შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას.

"ფეჰერვარი" 3 ქულით მეშვიდე ადგილზეა და მორიგი მატჩები კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "კიოლნთან" უწევს - 18 აგვისტოს გერმანიაში და 25 აგვისტოს უნგრეთში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული