კვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს - ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს პირველ ტურში“ „ნაპოლიმ“ გასვლაზე „ვერონას“ 5:2 სძლია.

ნეაპოლურ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ოფიციალურ მატჩში დებიუტს ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა და მან იმედები გაგვიმართლა.

მასპინძელთა კლუბში შეხვედრის წინ სკანდალური ჩხუბი მოხდა მწვრთნელსა და სპორტულ დირექტორს შორის და ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს გუნდზე ნეგატიურად აისახებოდა. „ნაპოლიმ“ წინასასეზონო საკონტროლო შეხვედრები ურიგოდ არ ჩაატარა და ქართველმა თავი გამოიჩინა - 6 არასრულ მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სტუმრები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, ოსიმენმა ჩინებული შანსი ვერ გამოიყენა, ანგისას
დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მასპინძლები ერთ-ერთი იშვიათი კონტრშეტევისას დაწინაურდნენ. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო, ჯერ კარს ოდნავ ააცილა ბურთი, მერე მეკარემ მოიგერია მისი დარტყმული, 37-ე წუთზე კი თავურით ანგარიში გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში კვარას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება დი ლორენცომ შეუცვალა და ოსიმენმა ნეაპოლელები წინ გაიყვანა.

შესვენების შემდეგ „ვერონამ“ ისევ გაათანაბრა ანგარიში, მერე ხვიჩამ ბურთზე ერთი შეხებით გაკეთებული პასით ზელინსკი მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მესამედ დალაშქრა მონტიპოს კარი. 65-ე წუთზე ლობოტკამ ჩინებული დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა, შეხვედრის ბედი გადაწყდა და 68-ე წუთზე სპალეტიმ კვარაცხელია ელმასით შეცვალა. შეცვლაზე შესულმა პოლიტანომ 79 წუთზე კიდევ ერთი გაუტანა მოწინააღმდეგეს და „ნაპოლიმ“ სტარტზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

21 აგვისტოს, მეორე ტურში „ნაპოლი“ „მონცას“ უმასპინძლებს.

ვერონა. „მარკ’ანტონიო ბენტეგოდი“
ვერონა - ნაპოლი 2:5
გოლები: 1:0 ლასანია (29), 1:1 კვარაცხელია (37), 1:2 ოსიმენი (45+3), 2:2 ანრი (48), 2:3 ზელინსკი (55), 2:4 ლობოტკა (65), 2:5 პოლიტანო (79)

მკითხველის კომენტარები / 50 /
გავლენის მოხდენა კიდევ უფრო მომატებას ნიშნავს და უნდა მოუმატოს ქართველ გულშემატკივრებს მისი გვჯერავს და პატივს ვცემთ.
გიო9
22:58 16-08-2022
0
ვანო მაპატიე, დისლაიქზე დამეჭირა
0

სიახლეები პოპულარული