პირველად 19 წლის შემდეგ! - ხვიჩამ რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ახალ გუნდში, "ვერონას" წინააღმდეგ (5:2) შეხვედრაში რეკორდი გაიმეორა.

Opta-ს ცნობით, 2003 წლის შემდეგ, "კვარა" გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც "ნაპოლიში" სადებიუტო მატჩში გოლი და შედეგიანი გადაცემა შეასრულა, ასევე კახა კალაძისა (14გოლი) და ლევან მჭედლიძის (15 გოლი) შემდეგ, გახდა მესამე ქართველი, რომელმაც სერია A-ში გოლი გაიტანა.

ხვიჩას "ნაპოლი" მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს "მონცას" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯანმრთელად იყოს და შესაძლოა კალაძის რეკორდი,უკვე წელსვე მოხსნას.ნაპოლის ბევრი გოლები გააქვს ტრადიციულად და იქ, კვარას წილიც საკმაოდ დიდი იქნება.იქნებ 13-ზე მეტიც შექუჩდეს.ამ თამაშშიც გამოჩნდა,რომ კვარა მხოლოდ ფლანგზე არ მოიაზრება.ცენტრისაკენ შემოდის და იქაც იღებს ბურთს.ეს კი,მისი კარზე დამუქრების შანსებს ზრდის.რუბინთან შედარებით,პარტნიორებიც გაცილებით უკეთესი ჰყავს.შესაბამისად,მისი შედეგიანობა აუცილებლად გაიზრდება და თანაც საგრძნობლად.შეტევაში დიდებულ თამაშთან ერთად,კვარა დაცვასაც ეხმარებოდა და ვერონას მეორე გოლის დროს,როცა ვერონას ფეხბურთელმა ფლანგიდან საგოლედ ჩააწოდა,მის წინააღმდეგ კვარა თამაშობდა,მან კი,ბლოკირება ვერ შესძლო.რა თქმა უნდა ორივე გოლის შემთხვევაში დაცვის ცენტრებმა ითამაშეს საშინლად და დაუბრკოლებლად დაარტყმევინეს მეტოქეებს,მაგრამ ხვიჩასათვის მაინც მცირე ლაფსუსად ჩაითვლება.ეს იმისათვის,რომ ცოტა მიწაზე დავეშვათ და ბიჭი არ გავაღმერთოთ.შეუმცდარი არავინაა და ხვიჩა ამაზეც რომ იმუშავებს,არც მაგაში მეპარება ეჭვი.სხვა თუ არაფერი,რუსეთში,თავით სულ ერთი გოლი აქვს გატანილი და ეს,მეორე უნდა იყოს,თუ სწორად მახსოვს.ესეც იმას ნიშნავს,რომ თავის თავზე და სუსტი წერტილების აღმოფხვრაზე, გაძლიერებით მუშაობს.შევამჩნიე,რომ მუდმივად დრიბლინგზე წასვლაზე არ ფიქრობდა და როცა აუცილებელი იყო,მხოლოდ მაშინ მიმართავდა მოტყუების მცდელობებს,ძალიან კარგად და ზუსტად უთამაშებდა კედელს,პარტნიორებს და ამით ძვირფას ენერგიას ზოგავდა.ერთი სიტყვით,გაცილებით უფრო მრავალმხრივ განათლებულ და ცივი გონებით მოთამაშე ფეხბურთელად წაროგვიდგა.რაც სლუცკისთან ვერ მოასწრო ესწავლა,აქ ძალიან სწრაფი ტემპით ანაზღაურებს.მის თამაშს ჭერი არა აქვსო,არა?ჰოდა ძალიან კარგი.სტარტი სრულყოფილი იყო,ვნახოთ სადამდე აფრინდება.იქნებ ვარსკვლავებამდეც.
სოსო
16 აგვისტო 2022 11:35
1
რა შეუცდომელი? აგერ ჰალანდმა სადებიუტო მატჩში 2 მეტრიდან ააცილა ცარიელ კარს, დაცვაში რიმ ვერ დაბლოკა ჩაწოდება არავითარ ლაფსუსად არ ჩაეთვლება არცაა ისეთი ბიჭი,რომ მცირედით დაკმაყოფილდეს და თავი გააიგივოს საფეხბურთო მეტრებს...წარმატება ხვიჩას!!!!
ვასილიჩი
16 აგვისტო 2022 13:49
1
გეთანხმებით 100 %
ლაშა
16 აგვისტო 2022 12:29
0
ყველა გამოხმაურება
ამ ბიჭს აქვს იმის ნიჭი და შრომის მოყვარეობა რომ ორივეს აჯობოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს და იღბალი არ დააკლოს!
Nick
16 აგვისტო 2022 11:08
0
მაღალ პასებს აკეთებს ბოლოში ძალიან კარგს, მაგრამ მხარი ვერ აუბეს.
ვინმემ უნდა ჩაუკეტოს მარჯვენა ძელთან. ხვიჩა ვიღაცას თხოვდა ერთ მომენტში ამის შესახებ.
თუმცა, ამას ალბათ ახალი შემომატებულები გააკეთებენ
თენგო
16 აგვისტო 2022 13:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული