"ახალი ვარსკვლავი დაიბადა! "კვარას" აქვს ელეგანტურობა და ბობანს მაგონებს" - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს პირველ ტურში "ნაპოლიმ" გასვლაზე "ვერონა" 5:2 გაანადგურა. აღნიშნულ მატჩში სტუმართა ქართველმა ლეგიონერმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ქართველის მშვენიერ თამაშს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

"ახალი ვარსკვლავი დაიბადა! ეს ვარსკვლავი "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი კვარაცხელიაა, რომელმაც ახლახანს გაუტანა "ვერონას".

ახლა მისი თავური ნაკლებადაა მნიშვნელოვანი. ხვიჩა არატიპიური 10 ნომერია, რომელიც მარცხენა ფლანგზე თამაშობს და მის ბანალურ ქმედებას ვერასდროს ნახავთ. კვარაცხელიას შესანიშნავი აჩქარება
და დრიბგლინგი აქვს, ის ყოველთვის პოულობს სივრცეებს!

ქართველს აქვს ელეგანტურობა და ზვონიმირ ბობანს მაგონებს", - წერს პალმერი.

alt"ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო!" - "კვარამ" "ნაპოლის" გულშემატკივარი აღაფრთოვანა

alt"დამშვიდდით, ახლა "ნაპოლიზე" მე ვიზრუნებ" - ცნობილი იტალიური გამოცემა კვარას თამაშს ეხმაურება

alt"ხვიჩას მოძულე შოვინისტებო, გამოძვერით სოროებიდან" - კვარაცხელიას რუსმა ფანებმა კრიტიკოსებს შეუტიეს

altოსიმენი: ვნახეთ კვარაცხელია როგორი ფეხბურთელია

altსპალეტი: კვარაცხელია უფრო უკეთესი გახდება - რატომ შევცვალე?

altკვარაცხელიამ და "ნაპოლიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს - ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული