როგორ იწყებდა კვარაცხელია - საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. Sportall.ge მთელი სეზონის განმავლობაში გთავაზობდათ ანალიტიკურ მასალებს ქართველი გარემარბის შესახებ, ახლა კი კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ სტატიას, რომელიც 17 აგვისტოთი თარიღდება. გავიხსენოთ, როგორ იწყებოდა კვარაცხელიას ნეაპოლური კარიერა. "კვარადონას" პირველი ოფიციალური შეხვედრა 15 აგვისტოს შედგა, როცა ლუჩანო სპალეტის გუნდმა "ვერონა" სტუმრად დიდი ანგარიშით (5:2) დაამარცხა. ქართველმა ლეგიონერმა 37-ე წუთზე ანგარიში (ლოსანოს "ასისტით") გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმში პოლონელი ზელინსკი ბრწყინვალე პასით მოამარაგა და ნეაპოლელები დააწინაურა...

გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი მის სამშობლოში "ჩვენებურად" ვთარგმნეთ
- მშვიდად ვართ, რადგან "დიდ მოედნებზე" საკუთარი ადგილი ისევ ვიპოვეთ. კვარაცხელიას თამაში ყველაფერი ისაა, რის გამოც ფეხბურთი ყველაზე მეტად გვიყვარს - თამაშის გამწვავება, დრიბლინგი, ეფექტური პასი, დარტყმა და გოლი. დებიუტანტის ფაქტორიდან გამომდინარე, ყველაფერი ზემოთჩამოთვლილი ხვიჩას ერთნაირი წარმატებით არ გამოუვიდა, უფრო მეტსაც შეძლებს და ამას ერთად ვნახავთ, მაგრამ ქართველმა შემტევმა "ნაპოლის" გადამწყვეტ მომენტებში დიდი საქმე გაუკეთა - ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ გაატანინა მაშინ, როცა ვერონელები თამაშში დაბრუნდნენ და "ნაპოლი" თითქოს პოზიციებს თმობდა.

კვარაცხელიამ ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა მაგ სტილის დარტყმები სხვებისგანაც გვინახავს, აი ამ კლასის, სილამაზისა და სისხარტის საგოლე პასს კი იშვიათად, მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელების შესრულებით შეხვდებით, თუნდაც ისეთისგან, როგორიც ანხელ დი მარიაა - ამ მატჩიდან მალევე მან ერთგვარი შედევრები შემოგვთავაზა. ხმამაღალი შედარებაა? - კი, თუმცა ხვიჩას შესაძლებლობები სწორედ ვარსკვლავობას უმიზნებს. "კვარა" სხვა ბიჭი ჩანს - მშვიდი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თუმცა წინასწარ საუბარი მაინც არ გვინდა, ყევლაფერს მოედანზე თავად ფეხბურთელი "იტყვის."

ლეგიონერები ჩვენს ქვეყანას და მის სახელს წარმოადგენენ. "ნაპოლის" თამაშის მიმართ იმხელა მოლოდინი იყო, შემდეგ კი ისეთი სიხარული გამოვხატოთ - ეს ყველგან იგრძნობოდა, რეალურ ურთიერთობებსა თუ სოციალურ ქსელებში. ეს მართლაც საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები იყო, თითქოს "ჯვაროსნებმა" კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა.

Sportall.Ge

თამასის მაღლა აწევა კარგია, მაგრამ ახლა მთავარია, გულშემატკივრებმა ერთგვარი სენი დავძლიოთ და თუკი კვარაცხელია ყველა მატჩს ერთმანეთზე უკეთესად არ ჩაატარებს, ნეგატიური გამოხმაურებები არ გვქონდეს. გვესმის ცუდი გამოცდილების, მაგრამ ახლა სხვა სიო ქრის - ხვიჩა ამ სიყვარულს, რასაც გულშემატკივრებისგან გრძნობს, საქმით დაამტკიცებს. ის თავმდაბალი ბიჭია, შეიძლება რაღაც ისე ვერ გამოხატოს, თუმცა ვგრძნობთ, რისი თქმაც სურს. მატჩის შემდეგ, ოსიმენმა ძალიან კარგი რამ აღნიშნა - გატანის შემდეგ, კვარაცხელიამ გამამხნევა, ახლა შენი დროაო (ამ შეხვედრაში ნიგერიელი ფორვარდის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასი იყო).

ხვიჩამ სადებიუტო მღელვარება გადალახა, მაგრამ ერთ კვირაში გულშემატკივრებით სიყვარულით სავსეს "დიეგო მარადონაზე" თამაში ელის. ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელს შესაბამის დახვედრას მოუწყობენ. სპალეტი, რომელმაც როგორც კი თამაში მოგებულად მიიჩნია, ხვიჩას დასვენების საშუალება მისცა, მასთან ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრს ისაუბრებს, რათა კიდევ უფრო კარგი "კვარა" ვიხილოთ. ამ ბიჭმა უკვე შეძლო, იტალიელები მასზე ბევრს წერდნენ, მალე კი ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.

იმ ხალხზე ბევრი საუბარი კი, ვინც რაღაც გაუგებარი მიზეზებით კვარაცხელიაზე ჯერ კიდევ ჩასაფრებულია, მათთვის მხოლოდ პრივილეგიაა. ჩვენ გავიხარებთ, ვინერვიულებთ, შეცდომებზეც მივუთითებთ, ისინი კი უბრალოდ "თამაშგარე მდგომარეობაში" დარჩებიან...

altკვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

altხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

მკითხველის კომენტარები / 43 /
ჰო,ყველა შიშნარევი იმედით ველოდით და ხვიჩა,ნაბიჯ-ნაბიჯ გვიხსნიდა ეჭვებს.ასეთ წარმატებაზე ფიქრს,ალბათ ვერავინ გაბედავდა,მაგრამ ძირითადში ადგილის დამკვიდრებას და რამდენიმე გოლის გატანას ბევრნი ვიმედოვნებდით.მე პირადად,წარმატებულ ძალიან დებიუტად ჩავთვლიდი,5-5 გოლსა+პასს თუ შეაგროვებდა და სადღაც ოქტომბისათვის,ძირითადში დაიწყებდა გამოსვლას.დებიუტისათვის, ნებისმიერი ფლანგის ფეხბურთელისათვის,ეს შესანიშნავი შედეგი იქნებოდა,მაგრამ ხვიჩამ რასაც მიაღწია,ყველამ იცით.მან ყველა მოლოდინს გადააჭარბა!
სოსო
15:55 03-06-2023
1
გილოცავთ ღვთისავარ ხვიჩას ამ წარმატებას და იმედი მაქვს თქვენს სტატიებსაც მომავალში ხშირად წავიკითხავ. წარმატებები თქვენ პროფესიულ და პირად არენაზე.
ფიგარო
15:20 03-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული