გოლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ჟესტი მის სამშობლოში "ჩვენებურად" ვთარგმნეთ
კვარაცხელიამ ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა მაგ სტილის დარტყმები სხვებისგანაც გვინახავს, აი ამ კლასის, სილამაზისა და სისხარტის საგოლე პასს კი იშვიათად, მხოლოდ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელების შესრულებით შეხვდებით, თუნდაც ისეთისგან, როგორიც ანხელ დი მარიაა - ამ მატჩიდან მალევე მან ერთგვარი შედევრები შემოგვთავაზა. ხმამაღალი შედარებაა? - კი, თუმცა ხვიჩას შესაძლებლობები სწორედ ვარსკვლავობას უმიზნებს. "კვარა" სხვა ბიჭი ჩანს - მშვიდი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, თუმცა წინასწარ საუბარი მაინც არ გვინდა, ყევლაფერს მოედანზე თავად ფეხბურთელი "იტყვის."
ლეგიონერები ჩვენს ქვეყანას და მის სახელს წარმოადგენენ. "ნაპოლის" თამაშის მიმართ იმხელა მოლოდინი იყო, შემდეგ კი ისეთი სიხარული გამოვხატოთ - ეს ყველგან იგრძნობოდა, რეალურ ურთიერთობებსა თუ სოციალურ ქსელებში. ეს მართლაც საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები იყო, თითქოს "ჯვაროსნებმა" კიდევ ერთი მეტოქე დაამარცხა.
თამასის მაღლა აწევა კარგია, მაგრამ ახლა მთავარია, გულშემატკივრებმა ერთგვარი სენი დავძლიოთ და თუკი კვარაცხელია ყველა მატჩს ერთმანეთზე უკეთესად არ ჩაატარებს, ნეგატიური გამოხმაურებები არ გვქონდეს. გვესმის ცუდი გამოცდილების, მაგრამ ახლა სხვა სიო ქრის - ხვიჩა ამ სიყვარულს, რასაც გულშემატკივრებისგან გრძნობს, საქმით დაამტკიცებს. ის თავმდაბალი ბიჭია, შეიძლება რაღაც ისე ვერ გამოხატოს, თუმცა ვგრძნობთ, რისი თქმაც სურს. მატჩის შემდეგ, ოსიმენმა ძალიან კარგი რამ აღნიშნა - გატანის შემდეგ, კვარაცხელიამ გამამხნევა, ახლა შენი დროაო (ამ შეხვედრაში ნიგერიელი ფორვარდის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასი იყო).
ხვიჩამ სადებიუტო მღელვარება გადალახა, მაგრამ ერთ კვირაში გულშემატკივრებით სიყვარულით სავსეს "დიეგო მარადონაზე" თამაში ელის. ნეაპოლელები ქართველ ფეხბურთელს შესაბამის დახვედრას მოუწყობენ. სპალეტი, რომელმაც როგორც კი თამაში მოგებულად მიიჩნია, ხვიჩას დასვენების საშუალება მისცა, მასთან ერთი კვირის განმავლობაში კიდევ ბევრს ისაუბრებს, რათა კიდევ უფრო კარგი "კვარა" ვიხილოთ. ამ ბიჭმა უკვე შეძლო, იტალიელები მასზე ბევრს წერდნენ, მალე კი ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება.
იმ ხალხზე ბევრი საუბარი კი, ვინც რაღაც გაუგებარი მიზეზებით კვარაცხელიაზე ჯერ კიდევ ჩასაფრებულია, მათთვის მხოლოდ პრივილეგიაა. ჩვენ გავიხარებთ, ვინერვიულებთ, შეცდომებზეც მივუთითებთ, ისინი კი უბრალოდ "თამაშგარე მდგომარეობაში" დარჩებიან...
ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!
წარმოდგენაც არ გაქვთ რამდენი ბოროტი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ უნდა ხვიჩას წარმატება, და უბრალოდ არ უხარია. ახლა შეყუჟულია სადღაც, როგორც კი ცოტა ჩავარდნა იქნება მერე დაინახავთ ყველას...
მათ "პროფესიონალიზმშიც" დარწმუნდებით.
ვითომ კარგი უნდათ და იმიტომ აკრიტკებენ? არ ვჭამთ ამას ხალხი :)