"ტორინო", "ლეჩე" და "გალათასარაი" - მიქაუტაძე 3 გუნდს ურჩიეს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ერთად ლიგა 2-ში ასპარეზობა მშვენივრად დაიწყო, ჩატარებულ 3 შეხვედრაში თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გმაოიჩინა.

მსგავსი შედეგიანობის შემდეგ ქართველი ფორვარდის სამსახური "გალათასარაის" შესთავაზეს.

როგორც ცნობილია, თურქულ გუნდს შეტევითი ხაზის გაძლიერება სურს, გიორგი კი მათთვის მშვენიერი დანამატი იქნება.

DAZN იტალიას ინფორმაციით, "გალათასარაის" გარდა მიქაუტაძე სერია A-ს ორ კლუბს, "ლეჩესა" და "ტორინოს" შესთავაზეს, ჯერ-ჯერობით სამივე კლუბის პოზიცია უცნობია.

რაც შეეხება სანაკრებო სტატისტიკას, ქართველმა შემტევმა ეროვნულ ნაკრებში ჯამში 11 მატჩი ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

"მეცი" 3
ტურის შემდეგ 6 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას კი 20 აგვისტოს, "ლავალოისის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

მომზადებულია fanatik-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
მხოლოდ იმ გუნდში უნდა წავიდეს სადაც ძირითადის ფეხბურთელად მოიაზრებენ
საქართველო
12:08 17-08-2022
0
Xo gadavida შენგელია და ლობჟანიძე , გეყოთ რა ეს თურქული ლიგა, ეგაა ჭაობი, არაფერი ტრამპლინი მაქედან არაა
კაპიტან გარდენბურგი
09:35 17-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული