„მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ვალანსენს“ 2:0 სძლია, მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა, 86-ე წუთზე დალაშქრა მეტოქის კარი, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და 89-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
„მეცი“ 6 ქულით მე-5 ადგილზეა და 20 აგვისტოს გასვლაზე „ლავალს“ შეხვდება.