იტალიის სერია "ა"-ს ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას გოლსა და საგოლე პასს განსაკუთრებული პოსტი მიუძღვნა და "ნაპოლის" ქართველი შემტევის შედეგიან მოქმედებებს "კვარაცგოლია" და "კვარასისტია" გვართან მიამრთებით უწოდა, შემდეგ კი 4 წარმატებული დებიუტანტის შესახებ დაწერა - "მიხარია რომ გაგიცანი" - ფეხბურთელების, რომლებიც იტალიის მთავარ ლიგაში პირველად თამაშობენ - ხვიჩა კვარაცხელია, ანხელ დი მარია, ლუკა იოვიჩი და ჩარლს დე კეტელაარი.
ხვიჩას მსგავსად, არგენტინელმა დი მარიამაც "იუვენტუსში" სეზონი გოლითა და საგოლე პასით დაიწყო, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფორვარდმა, სერბმა იოვიჩმა "ფიორენტინას" გამარჯვებაში მეტოქის კარის აღებით
დიდი წვლილი შეიტანა, ბელგიელმა ნახევარმცველმა დე კეტელაარმა კი "მილანს" 3 ქულის მოპოვებაში დასკვნით 20 წუთში შეეშველა.
WhoScored-მა ხვიჩა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, შეფასება - 7.7. "ნაპოლი" მე-2 ტურში, 21 აგვისტოს, "მონცას" უმასპინძლებს.
Daily Mail: "სკუნიცო კვარა" ქარიშხალია - უკვე მინიმუმ 25 მილიონი ფუნტი ღირს
კვარაცხელიას გოლს უეფას ჩემპიონთა ლიგა გამოეხმაურა - საერთო ნეიმართან, დემბელესა და მუსაილასთან
რეალურად ეს რაც ხდება ყველას გვინდოდა და გვიყვარს, გვენატრება, ასეთი საერთო სიხარული, ერთმანეთს ეხუტება უცნობი ხალხი, როცა გოლი გადის, ამას მარტო ფეხბურთის მოყვარული ადამიანი იგრძნობს რას ნიშნავს. ამ ემოციის მოტანა მარტო ფეხბურთს შეუძლია.
აღარაა საჭირო ეს ნიშნის მოგებით ლაპარაკები, აი შენ ადრე ასე რომ ამბობდი და ახლა ისე რომ ამბობთქო :)
იმხელა ემოციამ ამოხეთქა გუშინ ყველანაირი იდეოლოგიის ადამიანში, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი ამას.
ადრე მაგრად ვბრაზდებოდი ხვიჩას ვინც გააკრიტიკებდა და მომავალშიც გავბრაზდები, მარა ეს სიხარული იმდენად საერთოა და იმდენად ჩვენია, სისულელეა ერთმანეთს ადრე ნათქვამ სიტყვებში ვსდიოთ.
თვითონ ხვიჩამ თქვა, ყველას შეუძლია ყველაფერი თქვასო და ამაში პრობლემას ვერ ვხედავო, ასე მხოლოდ პროფესიონალები ფიქრობენ, იმიტომ ვაფასებ ყველა სხვა სპორტსმენზე მეტად. იმდენად საოცარი ადამიანია, ერთი საპასუხო რეაქციაც არსად დაუფიქსირებია კრიტიკაზე. ორმაგად დავაფასე ამის გამო.
სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის ინტერვიუს ვუსმინე დღეს, სადაც ლამის ქურდული გარჩევები მოუწყო ჟურნალისტებს, რასქვია გაგვაკრიტიკეთო, და შემრცხვა რასაც ქვია, იჯდა ეთერში და ცენზურას უწესებდა წამყვანებს, გამოვშტერდი :(
ისწავლოს ამ პატარა ბიჭისგან ყველამ, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი სპორტსმენი, როგორ უნდა იღებდეს კრიტიკას, თუნდაც დაუმსახურებელს და არ ეჭიჭყინებოდეს ჟურნალისტებს თუ მაყურებელს გაბრაზებული ან ნიშნისმოგებით, აი მე რა მაგარი ვარ და თქვენ არაფერი გაგეგებათო.
დიდი ადამიანი იქ მთავრდება,სადაც კრიტიკას აგრესიულად უპასუხებს და თავისი უპირატესობის დამტკიცება დასჭირდება.
"მე სახალხო არტისტი ვარ და შე არავინო", ამ ნარატივს რომ გამიჟღერებს ჩემი კუმირი, იქ მთავრდება უკვე მისი დიდება.