არველაძის "ჰალი" ჩემპიონშიფში დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-4 ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ გასვლაზე „ბარნლის“ დაუზავდა (1:1), რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია.

„ჰალ სიტიმ“ ჩემპიონატზე ჩატარებული ოთხი მატჩიდან ორი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, 8 ქულით ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა და 20 აგვისტოს სტუმრად „ვესტ ბრომვიჩს“ შეხვდება.

მოკლედ, "ჰალი" დაუმარცხებელია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ სეზონში პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს.

ბარნლი. „ტორფ მური“
ბარნლი - ჰალი 1:1
გოლები: 0:1 ტუფანი (25), 1:1 როდრიგესი (34)

მკითხველის კომენტარები / 7 /
მოვედეთ, მოვედეთ ყველგან,
მწვრთნელი მსაჯი ფეხბურთელები
წარმატებულები
გავდივართ დიდ ასპარეზზე
წარმატებები ჩვენს ფეხბურთს
თენგო
08:17 17-08-2022
2
ვინც ამ კომენტარს წაიკითხავს, არ მინდა რომ არასწორად გამიგოთ. ქართული ფეხბურთისთვის ყოველთვის საუკეთესო მინდა, და ამ პორტალზე ჩემი კომენტარებიც ამაზე მეტყველებს. მაგრამ.. ხალხო, ჯერ მხოლოდ 4 ტურია ჩატარებული. ეს ინგლისია, ჩემპიონშიპი, ძალზედ სპეციფიური და გამორჩეული ჩემპიონატი, ყოველთვის უმაღლესი დასწრებით.. ცოტა ადრე ხომ არაა პრემიერ ლიგაში გადასვლაზე კომენტარების გაკეთება. დამიჯერეთ, ჩემზე მეტად ეს ბევრს შეიძლება არ გაუხარდეს, მაგრამ ვაცადოთ ამ კარგ კაცს თავის საქმის კეთება, წინასწარ ნუ შევიქმნით განწყობებს, მეტად რეალისტები ვიყოთ, გავყვეთ მოვლენებს. აშკარაა, რომ პროგრესია წინა სეზონთან შედარებით. თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ.. ასეთი ინფორმაციების ფონზე, რამე რომ ისე არ წავიდეს როგორც ჩვენ გვინდა, ძალიან დიდ იმედგაცრუებას ვიღებთ ხოლმე, გადაჭარბებული მოლოდინების გამო. იმედია სწორად გამიგებთ
ალექსა
02:58 17-08-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული