არველაძის "ჰალი" ჩემპიონშიფში დაუმარცხებელია

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის მე-4 ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი“ გასვლაზე „ბარნლის“ დაუზავდა (1:1), რომლის მწვრთნელი ვენსან კომპანია.

„ჰალ სიტიმ“ ჩემპიონატზე ჩატარებული ოთხი მატჩიდან ორი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, 8 ქულით ჯერჯერობით მე-2 ადგილზეა და 20 აგვისტოს სტუმრად „ვესტ ბრომვიჩს“ შეხვდება.

მოკლედ, "ჰალი" დაუმარცხებელია და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ სეზონში პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოლებს.

ბარნლი. „ტორფ მური“
ბარნლი - ჰალი 1:1
გოლები: 0:1 ტუფანი (25), 1:1 როდრიგესი (34)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გასაგებია რომ წინასწარ არ ღირს არც ეიფორიაში და არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა, მაგრამ ის ჩიტირეკია სად დაიმალა, დიდი ანგარიშით მარცხს და გულშემატკივრების "დაშოშმინებას" რომ წინასწარმეტყველებდა?! უფრო ნატვრა იყო, ვიდრე წინასწარმეტყველება!
ჩაქრეს ერთი!
;-)
გიორგი
09:35 17-08-2022
2
მოვედეთ, მოვედეთ ყველგან,
მწვრთნელი მსაჯი ფეხბურთელები
წარმატებულები
გავდივართ დიდ ასპარეზზე
წარმატებები ჩვენს ფეხბურთს
თენგო
08:17 17-08-2022
2

სიახლეები პოპულარული