ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგაში განაგრძობს

AutoSharing Option
gazzetta.gr-ის ინფორმაციით, 26 წლის ქართველი შემტევი ლევან შენგელია კარიერას საბერძნეთის სუპერ ლიგის ბინადარ "პანეტოლიკოსში" განაგრძობს.

ჩვენებური ამჟამად ბელგიური "ლეუვენში" ირიცხება, მიმდინარე სეზონში კი ის გუნდის განაცხადში არ გამოჩენილა.

შენგელიას წარდგენას ახალ გუნდში უახლოეს დღეებში ელიან. "პანეტოლიკოსმა" გასულ სეზონში საბერძნეთის სუპერ ლიგაში მე–9 ადგილი დაიკავა, ახალ სეზონს კი 20 აგვისტოს "პაოკთან" გასვლითი მატჩით დაიწყებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კომუნისტებს რომ ქონდათ ვინ გვარცხვენს იმას გავაკეთებდი დინამოს სტადიონთან და ჩავჭერდი: ამას, ჭანტურიას, არაბიძეს,ნინუას, ვაჩიბერაძეს,რატი ალექსიძეს, სანდრო იაშვილს, ზაზა ჯანაშიას, ქინქლაძეს(ვისაც ეწყინება ცივი წყალი დალიოს) და ბევრ სხვას, კიდე ხო დემეტრაძეს. ანუ ყველა ნიჭიერს ვინც ნიჭი გაფლანგა.
რრრ
17 აგვისტო 2022 21:03
0
კლასიკური მაგალითი მუდმივად პერსპექტიული ქართველის
bmb
17 აგვისტო 2022 18:41
0
დინამოში კარგი იყო, თურქეთშის ჰქონდა მაგარი თამაშები, მერე ძალიან მოუკლო
gionat
17 აგვისტო 2022 17:59
0
არ უნდა წამოსულიყავი თურქეთიდან და მითუმეტეს არ უნდა გადასულიყავი ბელგიაში!!!!
გიორგი
17 აგვისტო 2022 17:43
1
რა კარგ ფორმაში იყო ერთ დროს ლევანი! იმედია სათამაშო დრო ექნება. ეს ნინუა სად გაქრა ხომ არავინ იცით?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
17 აგვისტო 2022 16:06
0
არადა მაგარი ცაცია აქვს და კაი მონაცემები აქვს , ეს და პაპუნა რაღაცას აკლებენ საქმეს აშკარად...
bejo
17 აგვისტო 2022 15:57
0
ამ ბიჭმაც რა უაზრო რეგრესი განიცადა.
Master
17 აგვისტო 2022 15:39
0

სიახლეები პოპულარული