ბუდუმ "კიოლნსაც" გაუტანა - "სლოვანი" "ზრინსკისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩებში ქართველმა ლეგიონერებმა მიიღეს მონაწილეობა და ბუდუ ზივძივაძემ ისევ გამოიჩინა თავი.

"სლოვანი" მოსტარში "ზრინსკისთან" 0:1 დამარცხდა. ბრატისლაველთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ, გიორგი ჩაკვეტაძეც ძირითად შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. 69-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს "სლოვანის" შემტევი ტიგრან ბარსეგიანი, 89-ე წუთზე კი ბოსნიელებმა გოლი გაიტანეს.

"ფეჰერვარმა" მოულოდნელად სტუმრად "კიოლნი" 2:1 დაამარცხა, რომელიც მე-20 წუთზე კაცნაკლული დარჩა. სტუმართა გუნდში მწვრთნელმა მიხაელ ბორისმა ტრავმირებული კენან კოდროს ნაცვლად სასტარტოში
ბუდუ ზივზივაძე დააყენა და რა თქმა უნდა, მან გაიტანა - 32-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 85-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+4-ეზე კი შეცვალეს. ქართველის ანგარიშზე ამ სეზონში 8 შეხვედრაში 7 გოლია. გამარჯვების გოლი მე-40 წუთზე დარდაიმ ბუდუს პასით გაიტანა.


"რაკუვმა" საკუთარ მოედანზე პრაღის "სლავიას" 2:1 სძლია. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ვაკო გვილიამ.

"ლეხმა" სახლში" 2:0 სძლია "დუდელანჟს". მასპინძელთა გუნდში 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნიკა კვეკვესკირი, ხოლო 67-ეზე გიორგი წიტაიშვილი.

"ჟილ ვისენტე" გასვლაზე" 0:4 განადგურდა "ალკმაართან". პორტუგალიელთა რიგებში 61-ე წუთამდე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ.

"შკუპი" სკოპიეში ფრეს (1:1) დასჯერდა "ბალკანისთან". ჩრდილომაკედონიურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა გაგი მარგველაშვილმა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში "აპოლონი" საკუთარ მოედანზე "ოლიმპიაკოსს" დაუზავდა - 1:1. კვიპროსული გუნდის განაცხადში არ იყო რევაზ ინჯგია.

საპასუხო შეხვედრები 25 აგვისტოს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბუდუ ზივზივაძე არ იმსახურებს უკეთეს ლიგას ვითომ?
GIGI
19 აგვისტო 2022 01:55
0
ნუ მიბლოკავთ უწყინარს :) აი ვინ უნდა წაიყვანოს შოთამ ჰალში. რად უნდა ბევრი ფიქრი, სასწრაფოდ შეიძინოს ბუდუ
კაპიტან გარდენბურგი
19 აგვისტო 2022 02:15
6
ვულოცავ ბუდუს და ვუსურვებ უკეთეს გუნდს ან აქ მაინც დაიმკვიდროს ისე ადგილი რომ უფრო მეტი ათამაშონ
სტატისტიკა გაასწორეთ 8 მატჩში 7 გოლი აქვს ოფიციალურებში ... კონფერენს ლიგაზე 5 მატჩში 6 გოლი და ასევე აღნიშნეთ რომ გოლს + საგილე პასი გააკეთა ...
bejo
19 აგვისტო 2022 01:10
2
ბუდუს როგორც კი შანსი გაუჩდება მასინვე უნდა წამოვიდეს მაგ გუნდიდან ! ასეთი უმადურობა გაგონილა ? კაცი ყველა თამააშში გოლს იტანს საგოლე პასებს აკეთებს და მაინც არ აკარებენ ძირითადს @ ეხლაც ის კოდროა თუ ვიღაცა არ იყო და იმიტომ ათამაშეს ძირითადში @
zura222
19 აგვისტო 2022 09:30
0
ბუდუ ჩვენი დიდი მომავალია
თენგო
19 აგვისტო 2022 08:51
0
ასე ერთბაშად აწყვეტა და აფეთქება საკვირველია,ბრავო ბუდუ. ასე თუ გააგრძელა ტოპ 5 ში მოხვდება! მაგრამ ცუდი ისს რომ 28 წლის არის,კარგი იქნებოდა 23 წლის რომ იყოს! მაგრამ ბენზემა 33 წლისაც მაგრად უბერავს!
ბაში აჩუკი
19 აგვისტო 2022 10:53
1
არ მოუკლო ბუდუ ვარჯიშს და აუცილებლად კარგ გუნდში მოხვდები! გაგვახარე!
მერაბი
19 აგვისტო 2022 11:26
0
მიდი ბუდუ მიაწექი.ეგებ გერმანიაში წაგიყვანონ.
status quo
19 აგვისტო 2022 11:12
0
რა ყარაბახი ბუდუ ეგარ ქნა,ტოპ 5დან რომელიმე
ალიკა
19 აგვისტო 2022 08:02
1
ავტორ, საგოლე პასიც ბუდუს გაუკეთებია და რატო არ ახსენე, თუ სიურპრიზად შეგვინახე?! :)
ტარიელ მაღალდაძე
19 აგვისტო 2022 15:48
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული